როგორ დაიწყო ოქროს წყვილის რომანი

AutoSharing Option
ბულგარელმა ჩოგბურთელმა გრიგორ დიმიტროვმა გაზეთ The Telegraph-თან რუს მარია შარაპოვასთან რომანის შესახებ ისაუბრა.

"ჩინეთში ვიყავით - მე შანხაიში, ის პეკინში. ვსადილობდი და თან ტელევიზორში მის მატჩს ვუყურებდი. იმ მომენტში გადავწყვიტე, მისთვის წერილი გამეგზავნა ელექტრონული ფოსტით", - იხსენებს რომანტიკული ურთიერთობის დასაწყისს დიმიტროვი. მისი თქმით, მან და შარაპოვამ მიმოწერა გააჩაღეს და სეზონის ბოლოს შეხვდნენ ერთმანეთს.

24 წლის ჩოგბურთელმა აღნიშნა, რომ კარგად ესმის, რატომ უწოდებენ მას და მარიას "ოქროს წყვილს". ამასთან, დიმიტროვმა აღიარა, მისი შეყვარებული "უბრალოდ, მარიაა" და მას ისე არ აღიქვამს, როგორც
სხვები.

ბულგარელმა ისიც მოუყვა ჟურნალისტს, რომ ერთხელ, სრულიად უმიზეზოდ 500 ცალი ვარდი გაუგზავნა რუს ჩოგბურთელს. ეს იყო ყველაზე დიდი თაიგული, რაც კი ოდესმე მიჩუქებიაო, - აღიარა დიმიტროვმა.

მარიასა და გრიგორს შორის რომანის შესახებ 2013 წლის მაისში გახდა ცნობილი. დღეისთვის, ბულგარელი მსოფლიოს მე-11 ჩოგანია, შარაპოვა კი მეორე ადგილს იკავებს ქალთა კლასიფიკაციაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
და ესეთი ძნელია რეიტინგის გადახედვა? - შარაპოვა მეორე კი არა დღეისათვის მეოთხეა რეიტინგში!
brola
09:56 10-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული