სტარტზე ქართულ-რუსული დუეტის მეტოქე იყო მიხაელა კრაიჩეკისა (ჰოლანდია, 31-ე) და კოკო ვანდევეგეს (აშშ, 148-ე) საკმაოდ ძლიერი ტანდემი.
ოქსანამ და ევგენიამ იოლად აჯობეს მოწინააღმდეგეებს - 6:2, 6:2 და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ, სადაც ისინი სანდრა კლემენშიცისა (ავსტრია, 141-ე) და ტატიანა მარიას (გერმანია, მე-80) მძლეველ (6:3, 6:0) ელენა იანკოვიჩსა (სერბეთი, 84-ე) და ანასტასია პავლიუჩენკოვასთან (რუსეთი, 30-ე) გაარკვევენ ურთიერთობას.
სოფიო და ანასტასია მეოთხედფინალში ვალენტინა ივახნენკოს და პოლინა მონოვას (ორივე - რუსეთი) დაუპირისპირდებიან.
ერთეულთა თანრიგის სტარტზე ასპარეზობის მე-4 ნომერი შაფათავა გზიდან სვიატლანა პირაჟენკას (ბელორუსი) ჩამოშორებას შეეცდება.
* * *
გერმანულ ესენს (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) დაემშვიდობნენ ეკატერინე გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია. გორგოძე ერთეულთა თანრიგის პირველ წრეში კატერინა ვანკოვასთან (ჩეხეთი) დამარცხდა - 3:6, 2:6, ხოლო წყვილებში სოფიო ქვაცაბაიასთან ერთად კატერინა კრამპეროვას (ჩეხეთი) და ბერნარდა პერას (აშშ) დანებდა - 3:6, 5:7.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"