თბილისელმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ, ჩერნოგორიელ დანკა კოვინიჩთან ერთად, საფრანგეთის 100.000-იან ტურნირში წყვილთა პაექრობა მოიგო.
ქართულ-ჩერნოგორიული დუეტი შეჯიბრებაზე პირველ ნომრად იყო განთესილი. ოქსანა და დანკა პაექრობებში მეოთხედფინალიდან ჩაებნენ, სადაც გზიდან მიხაელა ბოევი (ბელგია) და მიჩელ სამონსი (სამხრეთი აფრიკა) ჩამოიშორეს - 6:4, 6:3, შემდეგ ჟანეტ ჰუსაროვასა (სლოვაკეთი) და ტერეზა შმიტკოვას (ჩეხეთი) აჯობეს - 6:3, 6:2, გადამწყვეტ პაექრობაში ირინა რამიალისონისა და კონსტანცა სიბილეს (ორივე - საფრანგეთი) ტანდემი დაამარცხეს - 2:6, 6:3, 10:6 და მთავარი პრიზი დაიმსახურეს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
11:35 13-07-2015
ოქსანა კალაშნიკოვამ საფრანგეთის 100.000-იან ტურნირში წყვილებში იმარჯვა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული