განახლებული რეიტინგით - სოფიო შაფათავა ჩეხეთის 50-ათასიან ტურნირში ითამაშებს

AutoSharing Option
წინა კვირის შედეგების გათვალისწინებით, ქალთა ჩოგბურთის ასოციაციამ განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა.

ერთეულთა შორის ქართველთა საკლასიფიკაციო მაჩვენებლები ასეთია: 244 (277). სოფიო შაფათავა (178), 335 (349). ეკატერინე გორგოძე (113), 407 (383). სოფიო ქვაცაბაია (76), 589 (571). მარიამ ბოლქვაძე (37), 598 (606). ოქსანა კალაშნიკოვა (36), 1033 (1053). თამარ ჭალაგანიძე (7), 1082 (1106). თამარ კუტუბიძე (6), 1116 (910). მარგალიტა ჩახნაშვილი-რანცინგერი (5).

წყვილები. 79 (85). კალაშნიკოვა (976), 167 (198). გორგოძე (373), 185 (227). შაფათავა (336), 345 (367). ქვაცაბაია (141), 718 (687). ბოლქვაძე (34), 1031 (1049). ყავლაშვილი
(12), 1144 (1141). ჭალაგანიძე (8), 1225 (1266). კუტუბიძე (4).

ჩვენი ჩოგბურთელები რამდენიმე ტურნირში მოსინჯავენ ძალებს. გასულ შაბათ-კვირას თელავში დამთავრდა ზედიზედ მე-4 ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი). ერთეულთა თანრიგში ანასტასია გასანოვამ (რუსეთი) გაიმარჯვა, წყვილებში ანი ამირაგიანი (სომხეთი) და ჩაივი ჩენი (ჩინეთი) გავიდნენ პირველ ადგილზე.

თელავური მეხუთე ბატალიების საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენებურთაგან ბარბარე ერისთავი მადისონ ბურგუგნონისთან დამარცხდა - 1;6, 0:6.

ძირითად ბადეში ხუთი ქართველი დაუშვეს, ორი მათგანი გუშინ გამოეთიშა შეჯიბრებას: თამარ სუმბაძემ ბრენდა ნიუკთან (შვედეთი) წააგო - 1:6, 3:6, ხოლო თამარ ჭალაგანიძეს ანასტასია ჩიკალკინამ (რუსეთი) აჯობა - 6:2, 6:1.

დღეს ითამაშებენ: ლიზი მორგოშია და პირველ ნომრად განთესილი ლიზა საბინო (შვეიცარია), ანა შანიძე-გიორგია ტესტა (იტალია), ანა ახალკაცი-სარა შტერენბახი (ისრაელი).

წყვილებში: თამარ ჭალაგანიძე, ქსენია დმიტრიევა (რუსეთი)-ანასტასია გასანოვა, პოლინა ნოვიკოვა (ორივე - რუსეთი), ანა შანიძე, თამარ სუმბაძე-ვერედ ბერტი (ისრაელი), კამილა პრიული (იტალია).

ჩეხეთის 50.000-იან ტურნირში ითამაშებს სოფიო შაფათავა და სტარტზე ემა მიკულჩიჩს (ხორვატია) შეხვდება, წყვილებში შაფათავა და მაგდალენა ფრეჩი (პოლონეთი) კაროლინა მუჩოვასა და ბარბორა სტეფკოვას (ორივე - ჩეხეთი) გაუწევენ მეტოქეობას.

სოფიო ქვაცაბაია და ეკატერინე გორგოძე გერმანიაში იმყოფებიან და იქაურ 25.000-იან ტურნირში მოსინჯავენ ძალებს. წყვილებში ისინი მეორე ნომრად არიან განთესილნი და პირველ წრეში გზიდან ნორა ენგელმანისა და ლინდა პრენკოვიჩის (ორივე - გერმანია) ჩამოშორებას შეეცდებიან.

ერთეულებში გორგოძე ტენა ლუკაშს (ხორვატია), ხოლო ქვაცაბაია დალილა იაკუპოვიჩს (სლოვენია) შეხვდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული