ოქსანა კალაშნიკოვამ WTA-ს ტურნირი კარიერაში მესამედ მოიგო

AutoSharing Option
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დასრულდა ქალთა საერთაშორისო ტურნირი "ბუქარესტ ოფენი", რომლის საპრიზო ფონდი 250 ათასი ამერიკული დოლარია.

24 წლის ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა ჰოლანდიელ დემი შუურსთან ერთად წყვილთა ბადეში მე-4 ნომრად ასპარეზობდა. 19 ივლისს ქართულ-ჰოლანდიურმა დუეტმა ფინალში მასპინძელთა წყვილი (მიტუ, ტიგი) დაამარცხა - 6:2, 6:2. მატჩი მხოლოდ საათსა და 3 წუთს გაგრძელდა.

ოქსანა წყვილთა რეიტინგში, სადაც ახლა მსოფლიოს 79-ე ჩოგანია, 280 ქულას შეიმატებს. გამარჯვებული დუეტი 12,3 ათას დოლარს მიიღებს.

ეს WTA-ს ეგიდით, ჩვენებურის მესამე გამარჯვებაა ინდოეთის ღია პირველობის (2012) და ბაქოს
ტურნირის (2013) შემდეგ. უფრო დაბალი ITF კატეგორიის ტურნირები ოქსანას 5 ერთეულებში და 32 წყვილებში აქვს მოგებული.

წყვილებში ყველაზე მაღლა რეიტინგში კალაშნიკოვა 2013 წელს იყო, ბაქოში გამარჯვების მერე - მსოფლიოში 47-ე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული