ნიკოლოზ ბასილაშვილს ცინცინატის მასტერსზე სტარტი ფინიშად ექცა

AutoSharing Option
ცინცინატიში ჩოგბურთელ ვაჟთა მასტერსზე (საპრიზო ფონდი 4.457.065 დოლარი) ძალებს ცდიდა თბილისელი ნიკოლოზ ბასილაშვილი.

საკვალიფიკაციო ეტაპის სტარტზე ქართველმა ჩოგბურთელმა თურქ მარსელ ილჰანს პირველი ხელი მოუგო 6:4, მაგრამ მომდევნო ორი დათმო - 4:6, 6:7 და შეჯიბრებას გამოეთიშა.

* * *
წინა კვირას ალექსანდრე მეტრეველი და გიორგი ჯავახიშვილი მინსკის 15.000-იან ტურნირში მონაწილეობდნენ. ისინი ამჯერადაც ბელორუსის დედაქალაქში იმყოფებიან.

ჯავახიშვილმა საკვალიფიკაციო რაუნდში ორ მეტოქეს სძლია - გზიდან ჩამოიშორა ბენჟამინ პიეტრი (საფრანგეთი, 6:2, 6:1), დანილო ვერემეიჩუკი (უკრაინა, 6:4, 6:1) და ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა. აქ პირველ
წრეში მასპინძელ ივან ლიუტარევიჩთან გაარკვევს ურთიერთობას.

წყვილებში ჯავახიშვილი დმიტრო ბადანოვთან (უკრაინა) ერთად შეჯიბრებაზე "ველური ბარათით" მიწვეულ ბელორუსებს - ალექსანდრ ლიაონენკას და მაქსიმ ზუბკოუს დაუპირისპირდება.

მინსკის ტურნირის სტარტზევე დამარცხდა ალექსანდრე მეტრეველი - ჩვენებურმა 17 აგვისტოს არტურ დუბინსკისთან (ბელორუსი) დათმო შეხვედრა - 4:6, 6:7.

* * *
იზმირში ქალთა 10.000-იან ტურნირში ჩაებნენ თამარ ჭალაგანიძე და ლანა კენჭიაშვილი.

საკვალიფიკაციო ეტაპის პირველსავე შეხვედრაში კენჭიაშვილი რუს ელენა ბელენოვასთან დამარცხდა - 0:6, 6:4, 1:6. ლანამ ვერც წყვილებში იყოჩაღა - მასპინძელ დოგა სელენ ტაკუნიაკთან ერთად გერმანელების - ნორა ნიედმერსისა და იულია ვოჩაჟიკის დუეტთან წააგო ორთაბრძოლა - 2:6, 0:6.

რაც შეეხება ჭალაგანიძეს, ერთეულთა თანრიგში იგი დღეს, 18 აგვისტოს, მეორე ნომრად განთესილ ბულგარელს - იულია სტამატოვას გაუწევს მეტოქეობას.

წყვილებში ჩინელ იუენ ლისთან ერთად სტარტზე ზეიპეკ კაკისერი და ჰაზალ კარაალილერი (ორივე - თურქეთი) ჩამოიშორა გზიდან - 6:1, 6:1. მეოთხედფინალში რუსებს - ვასილისა არონაშენკოსა და ელენა ბელენოვას შეხვდება, რომლებმაც მასპინძლებს - ჰულია და ლუტფი ესენებს აჯობეს - 6:4, 6:7, 10:3.

* * *
აქვე, ერთი კვირის წინანდელი შედეგების გათვალისწინებით, ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის განახლებულ რეიტინგში ქართველთა საკლასიფიკაციო მდგომარეობას გაგაცნობთ:

ერთეულები. 250 (250). სოფიო შაფათავა (178), 388 (388). სოფიო ქვაცაბაია (84), 398 (376). ეკატერინე გორგოძე (81), 519 (520). ოქსანა კალაშნიკოვა (47), 593 (569). მარიამ ბოლქვაძე (37), 953 (953). თინათინ ყავლაშვილი (10), 1049 (1044). თამარ ჭალაგანიძე (8), 1130 (1131). მარგალიტა ჩახნაშვილი-რანცინგერი (5), 1232 (1192). თამარ კუტუბიძე (3).

წყვილები. 80 (80). კალაშნიკოვა 91026), 174 (174). გორგოძე 9373), 188 (187). შაფათავა (9336), 351 (247). ქვაცაბაია (141), 725 (718). ბოლქვაძე (35), 1027 (1026). ყავლაშვილი (12), 1153 (1143). ჭალაგანიძე (98), 1245 (1238). კუტუბიძე (3).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული