სოფიო შაფათავა ნანტის ტურნირის ძირითად ბადეშია

AutoSharing Option
ფრანგულ ნანტში გრძელდება ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი), რომლის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი თბილისელი ჩაება: უკვე გაუწყეთ, რომ სოფიო შაფათავამ ერთი მეტოქე დაამარცხა, გუშინ იტალიელი ალისე მატეუციც ჩამოიშორა გზიდან - 6:3, 7:6 და მთავარ ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა.

თანამემამულეს მხარი ვერ აუბა ოქსანა კალაშნიკოვამ. მართალია, მანაც ორ კონკურენტს აჯობა, მაგრამ გუშინ გადამწყვეტი პაექრობა ფრანგ შლოე პაკოსთან დათმო - 3:6, 4:6 და ერთეულთა ტურნირს გამოეთიშა.

იგი გუშინ მეორედაც გავიდა კორტებზე, ამჯერად წყვილებში. ლატვიელ ანასტასია სევასტოვასთან შეამხანაგებული ჩვენებური სტარტზე პოლინა
მონოვას (რუსეთი) და ჟილ ბელენ ტეიჩმანის (შვეიცარია) დუეტთან დამარცხდა - 7:6, 5:7, 4:10.

მონოვა და ტეიჩმანი მეოთხედფინალში მეორე ნომრად განთესილ სოფიო შაფათავასა და ანასტასია ვასილიევას (უკრაინა) შეხვდებიან. ესენი კი სტარტზე თავისუფალნი იყვნენ.

* * *
ინგლისში, ქალთა 15.000-იან ტურნირში მოსინჯავს ძალებს მარიამ ბოლქვაძე. პირველ წრეში იგი მეტოქეობას მასპინძელ ჰოლი პუტჩინსონს გაუწევს.

წყვილებში ბულგარელ ალესანდრინა ნაიდენოვასთან ერთად ბრიტანელებთან - ემილი ეპლიტონსა და ჟასმინ ამბერ აშგართან გაარკვევს ურთიერთობას.

* * *
მიმდინარე კვირას ალექსანდრე მეტრეველი ანტალიის 10.000-იან ტურნირში იასპარეზებს. იგი რეიტინგფავორიტია და სტარტზე ალექსანდრ ბობორიკინს (რუსეთი) შეხვდება.

წყვილებში ბელორუს იაროსლაუ შილასთან ერთად პირველ ნომრადაა განთესილი. ქართულ-ბელორუსულ დუეტს მეტოქეობას მასპინძლები - ფატიხ ერუნი და ბარკინ იალჩინკალე გაუწევენ.

* * *
წინა კვირის შედეგების გათვალისწინებით, განახლებულ მსოფლიო რეიტინგში ჩვენებურთა მაჩვენებლები ასეთია: 241 (237). სოფიო შაფათავა (189 ქულა), 374 (372). სოფიო ქვაცაბაია (94), 389 (383). ეკატერინე გორგოძე (89), 579 (578). მარიამ ბოლქვაძე (42), 683 (680). ოქსანა კალაშნიკოვა (27), 757 (748). თინათინ ყავლაშვილი (20), 1096 (1101). თამარ ჭალაგანიძე (7), 1195 (1197). ანა შანიძე (4).

წყვილები: 79 (79). ოქსანა კალაშნიკოვა (956), 135 (134). სოფიო შაფათავა (497), 156 (155). ეკატერინე გორგოძე (411), 346 (337). სოფიო ქვაცაბაია (147), 726 (724). მარიამ ბოლქვაძე 935), 778 (778). თინათინ ყავლაშვილი (30), 1110 (1108). ანა ახალკაცი (11), 1110 (1108). ანა შანიძე (11), 1177 (1177). თამარ ჭალაგანიძე (9).

ვაჟები. ერთეულები. 91 (88). ნიკოლოზ ბასილაშვილი (610), 300 (302). ალექსანდრე მეტრეველი (158). 921 (922). გიორგი ცივაძე (16), 1135 (1139). გიორგი ჯავახიშვილი (8), 1419 (1418). ალექსანდრე ბაკში (3), 2076 (2079). ირაკლი მეტრეველი (1).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული