ნოვაკ ჯოკოვიჩი - პირველი მეოთხედ

AutoSharing Option
ნოვაკ ჯოკოვიჩისა და კეი ნიშიკორის მატჩის შემდეგ გაიმართა ცერემონია, რომელზეც ჯოკოვიჩს სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრიზი გადასცეს.

ნოვაკმა ეს ტიტული მეოთხედ მოიპოვა. ამდენივე აქვთ ივან ლენდლსა და ჯონ მაკინროის, უფრო მეტი კი მოიპოვეს ჯიმი კონორსმა, როჯერ ფედერერმა (5-5) და პიტ სამპრასმა (6).

"ეჭვგარეშეა, ეს საუკეთესო სეზონი და საუკეთესო წელია ჩემს ცხოვრებაში. შევძელი საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა. როგორც იქნა, ყველაფერი აეწყო და დავიწყე სტაბილური შედეგების ჩვენება. 2015 წელს სიამაყითა და სიხარულით გავიხსენებ", - განაცხადა მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული