ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ს განახლებულ რეიტინგში 11 ადგილით დაქვეითდა

AutoSharing Option
საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი კარგა ხანია, კორტებზე არ გასულა, რამაც მის რეიტინგზეც იმოქმედა.

წინა კვირის შედეგების გათვალისწინებით, ATP-ს განახლებულ რეიტინგში ჩვენებური თერთმეტი ადგილით ჩამოქვეითდა და ახლა 554 ქულით 104-ე (93) ადგილი უკავია.

დანარჩენ ქართველ ვაჟთა მაჩვენებლები ასეთია: 309 (300). ალექსანდრე მეტრეველი (158), 917 (930). გიორგი ცივაძე (17), 1136 (1136). გიორგი ჯავახიშვილი (8), 1417 (1423). ალექსანდრე ბაკში (3), 2066 (2076). ირაკლი მეტრეველი (1).

ქალები
ერთეულები. 216 (240). სოფიო შაფათავა (230), 377 (381). სოფიო ქვაცაბაია (94), 395 (392). ეკატერინე გორგოძე
(85), 507 (571). მარიამ ბოლქვაძე (53), 647 (646). ოქსანა კალაშნიკოვა (31). 766 (763). თინათინ ყავლაშვილი (20), 1096 (1096). თამარ ჭალაგანიძე (7), 1197 (1197). ანა შანიძე (4).

წყვილები. 75 (76). კალაშნიკოვა 91021), 135 (133). შაფათავა (492), 155 (155). გორგოძე (417). 346 (348). ქვაცაბაია (147), 670 (726). ბოლქვაძე (45), 772 (776). ყავლაშვილი (30), 1105 (1107). ახალკაცი (11), 1105 (1107). შანიძე (11), 1181 (1180). ჭალაგანიძე (9).

ამ კვირას რამდენიმე ქართველ ჩოგბურთელს კვლავ ვიხილავთ კორტებზე: სოფიო შაფათავა იაპონიაში იმყოფება და 75.000-იან ტურნირში მოსინჯავს ძალებს. ძირითადი ბადის პირველ წრეში მე-5 ნომრად განთესილ ბელგიელს - ელისე მერტენსს შეხვდება.

მეტოქეები ერთმანეთს წყვილებშიც დაუპირისპირდებიან: რუს ქსენია ლიკინასთან შეამხანაგებული ჩვენებური განთესვით მეოთხეა, ბელგიელი კი ინდოელ ანკიტა რაინასთან ერთად შეეცდება გზიდან ქართულ-რუსული დუეტის ჩამოშორებას.

სოფიო ქვაცაბაია და ეკატერინე გორგოძე ანტალიაში, ჩოგბურთელ ქალთა 10.000-იან ტურნირში ითამაშებენ. ქვაცაბაია მეოთხე ნომერია და პირველ წრეში მასპინძელ სევენ ორალს გამოცდის, ასპარეზობის მე-5 ნომერი გორგოძე გერმანელ ქრისტინა შაკოვეცს გაუწევს მეტოქეობას.

წყვილებში გორგოძე-ალინა ზუბკოვას (ბელორუსი) ტანდემი რეიტინგფავორიტებს - დია ევტიმოვას (ბულგარეთი) და მელის სეზერს (თურქეთი) შეხვდება, ხოლო ქვაცაბაია და ჯულიეტა მარია სტეური (გერმანია) მეორე ნომრებთან - ალონა ფომინასა (უკრაინა) და ქრისტინე შაკოვეცთან (გერმანია) გაარკვევენ ურთიერთობას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული