აგნიეშკა რადვანსკა სპარინგ-პარტნიორზე თხოვდება

AutoSharing Option
ქალთა რეიტინგის მეხუთე ნომერი აგნიეშკა რადვანსკა 2017 წელს დაქორწინებას აპირებს. მისი მეუღლე გახდება ყოფილი ჩოგბურთელი დავიდ ცელტი. პოლონური ვებგვერდის, Party-ს ინფორმაციით, საქორწინო ცერემონია ქალაქ კრაკოვში გაიმართება.

ცელტმა პროფესიული კარიერა 2011 წელს დაასრულა. მისი საუკეთესო პოზიცია მსოფლიოს რეიტინგში - 852-ე ადგილი იყო. დღეს ის აგნიეშკას სპარინგ-პარტნიორი გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის სეზონში, რადვანსკამ სამი ტიტული მოიპოვა, მათ შორის, წლის შემაჯამებელ ტურნირზე გაიმარჯვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული