- როცა კორტზე გავდივარ...
- თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ.
- დედაჩემი ყოველთვის მასწავლიდა...
- საკუთარი კანის მოვლას.
- თანამედროვე მოდაში არ მესმის, რატომ ატარებენ გოგონები...
- უცნაურ ფეხსაცმელს.
- ბოლო წიგნი, რომელიც სიამოვნებით წავიკითხე...
- დენ მილმენის "მშვიდობიანი მეომრის გზა".
- როგორც ნამდვილი გოგონა...
- ძალიან მიყვარს მოდისთვის თვალის მიდევნება.
- ვისურვებდი ცენტრალური სადაზვერვო განყოფილების აგენტობას.
- ყველაზე მეტად მეხერხება შემდეგი კერძის დამზადება...
- ორაგულის კერძი და ორცხობილა. მართლაც, ძალიან კარგად გამომდის.
- ვერ ვიტან, როცა ადამიანები...
- ზრდილობას ივიწყებენ.
- ყველაზე მეტად სპორტში ვაფასებ...
- თავდადებას და საკუთარი თავის ერთი მიზნისკენ მიმართვას.
- ყველაზე უჩვეულო საჩუქარი, რომელიც მიმიღია...
- ასეთი ბევრი იყო, რთულია გამორჩევა.
- ჩემი დევიზი ცხოვრებაში...
- ვიყო ბედნიერი და დავტკბე ცხოვრებით.
- ფილმი, რომელმაც ამატირა...
- "მეხსიერების დღიური".
- როცა მოწყენილი ვარ...
- ვცდილობ ჩავრთო კარგი მუსიკა.
- ჩემი უცნაური ოცნება...
- მოვინახულო ყველაფერი დედამიწაზე.
- ჩემი აზრით, ჩოგბურთი 10 წლის შემდეგ...
- გახდება უფრო მეტად ძალისმიერი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"