ვარჯიშის შემდეგ, ნოვაკი ავტოგრაფებს არიგებდა და დაინახა ბიჭი პლაკატით: "ნოლე, დამეხმარე გოგონას გამოსაშვებ საღამოზე მიწვევაში". სერბმა თანხმობით უპასუხა.
ჩოგბურთელი რებეკასთან ორი ბურთით მივიდა, რომლებზეც ეწერა Y ("კი") და N ("არა"), ბიჭს კი ხელში ეკავა პლაკატი კითხვით: "წამოხვალ?" გოგონამ აიღო ბურთი Y ასოთი, რის შემდეგაც, ჯოკოვიჩი ორივეს გადაეხვია.
"მე ამას დავიმახსოვრებ. იმედია, მათაც დაამახსოვრდებათ ეს დღე", - განაცხადა სერბმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"