ნოვაკ ჯოკოვიჩმა მონაკოში რესტორანი გახსნა

AutoSharing Option
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მონაკოში ჯანმრთელი კვების რესტორანი გახსნა, რომლის სახელწოდებაა Eqvita.

რესტორანი ფართო მომხმარებლისთვის რამდენიმე კვირაში იქნება ხელმისაწვდომი, მანამდე კი სერბმა საზეიმო გახსნაზე ჩოგბურთელებს უმასპინძლა, რომლებიც ამ კვირას მონაწილეობას მიიღებენ მონტე კარლოს "მასტერსში".

"ფანტასტიკური საღამო მონაკოში! წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ ბიზნესს - მოგზაურობა რესტორან Eqvita-თან ერთად", - დაწერა საკუთარ "ტვიტერზე" ჯოკოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩების ოჯახს საკუთარი რესტორნების ქსელი აქვს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული