ბებია კორტზე: 69 წლის ჩოგბურთელმა ქალმა 22 წლის პროფესიონალს მოუგო

AutoSharing Option
უცნაური საჩოგბურთო მატჩი გაიმართა ამერიკის ქალაქ პელჰემში, სადაც ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის ტურნირი მიმდინარეობს. მეორე წრეში ერთმანეთს შეხვდნენ ჩოგბურთელები, რომელთა შორის ასაკში სხვაობა 49 (!) წელს შეადგენდა.

მსოფლიოს 389-ე ჩოგანმა, 20 წლის ტეილორ თაუნსენდმა 6:0, 6:0 მოუგო 69 წლის გეილ ფალკენბერგს. მატჩი 36 წუთი გრძელდებოდა.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ფალკენბერგმა პირველ წრეში 22 წლის როზალინ სმოლი გაანადგურა - 6:0, 6:1!

ფალკენბერგმა პროფესიულ კარეირაში პირველი მატჩი 1986 წელს ჩაატარა. მას უთამაშია ოკლენდის ტურნირის (1987) ძირითად ბადეში, აგრეთვე ავსტრალიის ღია პირველობის (1988)
კვალიფიკაციაში. საუკეთესო პოზიცია WTA-ის რეიტინგში 360-ე ადგილი იყო. მისი კარიერული ბალანსი შეადგენს 14 მოგებას და 88 წაგებას, სულ კი კორტზე 10 ათასი დოლარი აქვს გამომუშავებული.

რაც შეეხება თაუნსენდს, ის თავის დროზე იუნიორთა რეიტინგის ლიდერი იყო, აგრეთვე, კლასიფიკაციის TOP100-ში ირიცხებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული