მეოთხედფინალში რეიტინგის TOP20-ის შვიდი ჩოგბურთელი გავიდა, რაც დაძაბული და საინტერესო მატჩების გარანტია იყო.
კარლა სუარეს-ნავაროს შეეძლო TOP10-ში დაბრუნება, მაგრამ ამისთვის ფინალში გასვლა სჭირდებოდა. საბოლოოდ, ესპანელმა 1/4 ფინალში მოქმედ ჩემპიონთან ანჟელიკ კერბერთან წააგო. ამავე ეტაპზე გამოეთიშა ბრძოლას გარბინ მუგურუსა. ის პეტრა კვიტოვას ვერ გაუმკლავდა. მართალია, ესპანელმა აიღო მეორე სეტი, მაგრამ პირველ და მესამე პარტიებში მხოლოდ ერთი გეიმის მოგება შეძლო.
არადა, კვიტოვამ კინაღამ წააგო წინა
ბადის მეორე მხარეს სენსაცია სენსაციაზე ხდებოდა. მისი ავტორი კიდევ ერთი მასპინძელი ლაურა ზიგემუნდი აღმოჩნდა. ეს ჩოგბურთელი ძირითად ბადეში კვალიფიკაციის გავლით მოხვდა და ფინალამდე ისე მიაღწია, რომ არც ერთი სეტი არ წააგო. მეორე რაუნდში ზიგემუნდმა სიმონა ჰალეპი გაანადგურა - 6:1, 6:1. რუმინელმა ეს მარცხი ტრავმებს დააბრალა.
მეოთხედფინალში ზიგემუნდმა რობერტა ვინჩის მოუგო, ნახევარფინალში კი კიდევ ერთი დამსახურებული გამარჯვება ჰქონდა აგნიეშკა რადვანსკას წინააღმდეგ. ამ მოგებით, გერმანელმა კარიერაში პირველად გაინაღდა რეიტინგის TOP50-ში შესვლა.
ფინალის პირველი წუთების მიხედვით ისე ჩანდა, რომ ზიგემუნდს ტიტულის აღებაც შეეძლო. პირველ ათ წუთში ლაურამ ზედიზედ სამი გეიმი აიღო და 3:0 დაწინაურდა. კერბერმა თამაშში გარდატეხა 2:4-დან შეიტანა, ბოლოს კი ზედიზედ 10 გეიმი აიღო და სეზონში მეორე ტიტული მოიპოვა.
ზედიზედ მეორე წელია, კერბერმა ახალთახალი Porshe მიიღო - გერმანული კომპანია ტურნირის გენერალური სპონსორი გახლავთ. დაჯილდოვების ცერემონიაზე, კერბერი კორტზე პირდაპირ მანქანით შევიდა.
კერბერმა დაიცვა შარშანდელი ქულები და მხოლოდ 35 ქულით ჩამორჩება რადვანსკას რეიტინგში.
ფინალი
ანჟელიკ კერბერი (გერ, 2)-ლაურა ზიგემუნდი (გერ) 6:4, 6:0.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"