დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
მოსკოვში შეგეძლო მიგეღო ყველაფერი, რასაც მოისურვებდი. მოსკოვი - ეს არის ნიუ-იორკი სტეროიდებზე. ერთხელ სტუმრად წავედი ერთ "მნიშვნელოვან კაცთან". უზარმაზარი სახლი ჰქონდა, რომლის ერთი ნაწილიც დიდი საუნა იყო.

მას დამატებითი ოთახი ჰქონდა - გოგონებით სავსე, მინიმუმ, 14 ადამიანი. ირჩევდით გოგოს და ის საუნაში მიგყავდათ. იქვე იყო ტელეფონი და თუ ახალი გოგონა მოგინდებოდათ, უბრალოდ რეკავდით და სხვას გიგზავნიდნენ.

მტრედების მიმართ ჩემი დაინტერესების წყალობით, ნამდვილი რუსი განგსტერი გავიცანი. იქ ჩასვლიდან რამდენიმე დღეში, რუსული მტრედების ნახვა მომინდა და ჩემს თარჯიმანს ვკითხე - ვინ იყო
მოსკოვში ჩიტების ყველაზე დიდი მოყვარული. მან რუსული მაფიის ერთ-ერთ წევრთან წამიყვანა, რომელიც მოსკოვის ოლქში ყველაზე მდიდრულ სახლში ცხოვრობდა, რაც კი ოდესმე მინახავს. მარტო სამტრედე ლას ვეგასში ჩემი სახლის ოდენა იყო. თვალუწვდენელი მამულის მფლობელი გახლდათ.

მიუხედავად ამისა, საუკეთესო დრო ერთ ყაზახ მუსულმან მეწარმესთან გავატარე, რომელსაც იმ საღამოს შევხვდი, როცა ჩემს სერბ მეგობართან ერთად ვერთობოდი. ჩავთვალე, რომ მოსკოვში ყაზახეთიდან საქმეების გამო ჩამოვიდა. ნორმალურ ფულიან მამაკაცს ჰგავდა, გულუხვობას იჩენდა და ყველა ჩვენს ანგარიშს იხდიდა. მეჩეთში შევედით და ერთად ვილოცეთ, შემდეგ მარიხუანა მოვწიეთ და მითხრა: "ამ ქალაქში გოგონებისთვის საცეკვაო კლუბი მაქვს. წამოსვლა ხომ არ გსურთ?"

მიგვიყვანა კლუბში, შევედით კერძო სექციაში, სადაც ოცამდე ლამაზი რუსი გოგონა დაგვხვდა. ყველაზე უფროსი, ალბათ, 20 წლის იქნებოდა. მათ ჩვენთვის ცეკვა დაიწყეს და ყაზახმა მკითხა: "რომელს აირჩევ?"

არავის არჩევა არ მინდოდა. იქნებ არ მოვწონდი ჩემს რჩეულს, მას კი ჩემთან წამოსვლა მოუწევდა. ძველებურად დაკომპლექსებული ვიყავი ჩემ წინააღმდეგ ქალების პროტესტით იმ ქვეყნებში, სადაც საჩხუბრად ჩავდიოდი.

- მომისმინე, ძმაო. უბრალოდ, იკითხე - ვის უნდა ჩემთან წამოსვლა და ეს საკმარისი იქნება. რომელიმე აუცილებლად დათანხმდება, - იმ მომენტში, ჩემთვის მთავარი იყო, რომ ისინი, უბრალოდ, არსებობდნენ.

მას გაეცინა:

- კარგი. ვის უნდა მაიკთან ერთად წასვლა?

და პასუხად გავიგონე ყვირილი, რომელიც ყველა მხრიდან ისმოდა:
- მე! მე წამიყვანე! მეც! და მეც!

ყველას უნდოდა ჩემთან ერთად სასტუმროში წამოსვლა.

- ახლა მოგიწევთ არჩევანის გაკეთება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველანი თქვენთან წამოვლენ, - თქვა მან.
- კარგი. ეს რომ იყოს? ძალიან მხიარულია! აი, ის მოკლეთმიანიც კარგია. ის ქერათმიანიც! როგორც კი შემოვედი, მაშინვე მომეწონა. იმ გოგოზე რას იტყვით, მეორე რიგში რომ დგას?

- მაიკ, ოთხ გოგოს ერთად ვერ წაიყვანთ! ოთხივესთან ერთად რა უნდა გააკეთოთ? - იკითხა მან.
- ყველა უნდა შევისწავლო, ძმაო, რადგან შემდეგ ვინანებ იმის გამო, რომ რაღაც დამაკლდა.

მაშ ასე, სასტუმროში ოთხ გოგოსთან ერთად დავბრუნდი. კოკაინი და სასმელი მივიღეთ. შუა მხიარულებისას, ერთ-ერთმა დედას დაურეკა.

- დედა, მე აქ მაიკ ტაისონთან ერთად ვარ!

ძალიან აღგზნებული იყო. მიმტკიცებდა, რომ დედამისიც მხიარულია ქალია, მაგრამ ოთხი გოგონა სავსებით საკმარისი იყო.

მეძავები ამერიკის შეერთებულ შტატებში სრულიად განსხვავებულები არიან, ვიდრე რუსი გოგონები. ამერიკელი გოგოებისთვის სულერთია, რას გააკეთებენ. მთავარია, სექსუალურად დაგაკმაყოფილონ. ეს მათი ერთადერთი მიზანია.

რაც შეეხებათ რუს გოგონებს, ისინი ოთხ სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობდნენ. დავურეკე ჩემს მეგობარს ბელგიაში - ერთ-ერთმა ტელეფონი აიღო და დამეხმარა ოპერატორთან კავშირში. შემდეგ დავრეკე პორტუგალიაში - გოგონამ გამართულად ილაპარაკა პორტუგალიელებთან. ზარი გვქონდა სლოვაკეთში - აქაც არ გაჩენილა პრობლემა ენასთან დაკავშირებით. გავიფიქრე: "როგორ მინდა, ეს გოგონები შტატებში წავიყვანო!" ისინი თავისუფლად ჩაუდგებოდნენ სათავეში კომპანიას "ფორჩუნ 500"-ის (გაყიდვების მიხედვით 500 უმსხვილესი ამერიკული კორპორაცია, რომელთა სიასაც ყოველწლიურად ადგენს ჟურნალი "ფორჩუნი") სიიდან.

ყველანი უმაღლესი განათლებით იყვნენ. ამ მეძავების ფონზე, მე, მოხერხებული ბიჭი, რომელმაც რამდენიმე ჭკვიანი სიტყვა იცოდა ლექსიკონიდან, საკუთარ თავს სრულ ინტელექტუალურ პიგმეად ვთვლიდი. როგორ მინდოდა მათი შინ წაყვანა!

ეშმაკსაც წაუღია ეს გაკოტრება! რომ არა აშშ-ის კანონების კოდექსის XI თავი, ერთ წუთში გადავწყვეტდი ამ გოგონების საკითხს.

ისინი ჩემთან მხოლოდ ერთი საღამო იყვნენ. ამჯერადაც, ნამდვილ ღორად წარმოვაჩინე თავი, რადგან მომდევნო საღამოს სხვა გამარჯვებების მიღწევა მინდოდა. ძალიან მაგარი გოგონები იყვნენ, მაგრამ მოვიდა დრო - გადავსულიყავი მოსკოვური ისტორიების სხვა თავზე.

მთელი საღამო ვერთობოდით, დილით ადრე კი მხნედ ავდექი, რომ მერილინთან ერთად მუზეუმში წავსულიყავი. არაფრის თქმა არ დამჭირდა - მერილინისთვის ერთი გამოხედვაც საკმარისი იყო იმის მისახვედრად, როგორ გავატარე წინა დღე. შემდეგ მკითხა: "და როდის დავიწყებთ მუშაობას გამოჯანმრთელებაზე?"

ერთხელ გვიანი საუზმე გვქონდა წითელ მოედანზე და ჩვენს მაგიდასთან მოვიდა ებრაელი ბიჭი - სავაჭრო ცენტრის მფლობელი. მან მითხრა, რომ სპორტული ფორმით ამარაგებდა რუსეთის ოლიმპიურ ნაკრებებს.

- დღეს, საღამოს სპეციალური აქცია გვაქვს: წარმოვადგენთ ფორმას რუსეთის ნაკრებისთვის 2006 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე. შესვლა მხოლოდ მოსაწვევებითაა. იქ იქნება რუსული სპორტის ყველი ჩინოვნიკი. ხომ არ გახდებოდით ჩვენი საპატიო სტუმარი?

ჩვეულებრივ, დიდ ფულს მიხდიდნენ ასეთ ღონისძიებებზე გამოჩენისთვის, მაგრამ ახლა მაინტერესებდა შესაძლებლობა - შევხვედროდი იქაურ ცნობილ სპორტსმენებს. ვუთხარი, რომ მოხარული ვიქნებოდი აქციაზე მისვლით და მადლობის ნიშნად, ებარელმა მთელი სავაჭრო ცენტრი მომატარა და საუკეთესო იტალიური ტანსაცმლის მაღაზიიდან ძვირფასი საჩუქრები გადმომცა.

იმ საღამოს ერთად ვივახშმეთ. მან მოიწვია ვიაჩესლავ ფეტისოვი, ყოფილი ჰოკეისტი, რომელიც მაშინ რუსულ სპორტს ედგა სათავეში (ვიაჩესლავ ფეტისოვი 2002-08 წლებში სათავეში ედგა რუსეთის ფედერაციის ფიზკულტურისა და სპორტის სახელმწიფო კომიტეტს).

ჩემი სტუმრობის შესახებ წინასწარ არ გამოუცხადებიათ. ამიტომაც, როცა ცერემონიის დაწყებამდე წარმადგინეს და სცენაზე გავედი, სპორტსმენებმა კინაღამ დარბაზი დაანგრიეს. მე და მერილინი დაგვსვეს დიდ პოდიუმზე, რომელიც ოლიმპიურ ჩირაღდანს ჰგავდა.

მერილინი კინაღამ დააბრმავეს ფოტოგრაფებმა. ღონისძიების დასრულების შემდეგ სპორტსმენები ერთმანეთს ებრძოდნენ ჩემი ავტოგრაფის მოსაპოვებლად. ამიტომაც პირად მცველებს ვთხოვე - მერილინისთვის მიეხედათ. ის შეიძლებოდა დაზარალებულიყო ამ ჭყლეტაში.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული