ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსის პირველ წრეში დამარცხდა

AutoSharing Option
დიდი სლემის წლის მეორე ტურნირის, როლანდ გაროსის პირველ წრეში ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრიტანელ კაილ ედმუნდს შეხვდა. ედმუნდი მსოფლიო რეიტინგში 82-ე პოზიციაზეა და ამ დაპირისპირების ფავორიტადაც მიიჩნეოდა.

პირველი სეტი ჩვენებურმა ტაი ბრეიკში დათმო, თუმცა მეორეში კიდევ ერთი ტაი ბრეიკი ამჯერად ჩვენებურის გამარჯვებით დასრულდა.

გადამწყვეტ მესამე სეტში ბასილაშვილი ერთი პერიოდი, 5:3 დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობა გაანიავა და შეხვედრა დათმო - 6;7 (4:7), 7:6 (9:7), 5:7.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ბასილაშვილს შეუძლია წარმატებების მიღწევა თუ 1) არ იქნება ზებუნებრივი ძალების იმედზე 2) ემოციებს სახლში დატოვებს 3) ფარხმალს არ დაყრის თამაშის დასრულებამდე 4) ბევრს ივარჯიშებს მაღალი ინტენსიურობის და დატვირთვის მქონე თამაშების გრაფიკის ამტანიანობის შესაგუებლად 5) უაზრო შეცდომების სტატისტიკას შეამცირებს
ლუკა
00:29 24-05-2016
0
პარიზში დაღამდა და თამაში ხვალ გაგრძელდება
zaza
23:53 23-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული