7 იანვარს გამართულ შეხვედრაში ბასილაშვილმა 32 წლის ბრაზილიელი როჯერიო დუტრა და სილვა (98) 2 სეტში, ანგარიშით 6:4, 6:3 დაამარცხა. მატჩი საათსა და 7 წუთს გაგრძელდა.
24 წლის ქართველი ჩოგბურთელი საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში პორტუგალიელ გასტაო ელიასს დაუპირისპირდება, რომელიც ATP-ს რეიტინგში 81-ე ადგილს იკავებს. მატჩი 8 იანვარს, თბილისის დროით ღამის 03:00 საათზე გაიმართება.