სერიოზულ სკანდალში გაეხვა ლეგენდარული იტალიელი ჟოკეი ფრენკი დეტორი - საფრანგეთში აღებულმა დოპინგ-ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეტორის ადვოკატმა განუცხადა.
ლაპარაკია 16 სექტემბერს აღებულ სინჯზე, თუმცა ჟურნალისტებმა ვერ გაარკვიეს - რა ნივთიერება აღმოჩნდა იტალიელი ჟოკეის ორგანიზმში. ის კი ცნობილია, რომ ამ ტესტის გამო დეტორი მომავალ კვირას - საფრანგეთში გასამართ დოღში ვერ მიიღებს მონაწილეობას.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ფრენკი დეტორი აკრძალული პრეპარატის მიღებაში გამოიჭირეს. 1993 წელს მას პოლიციასთან ჰქონდა საქმე კოკაინის მოხმარების გამო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
ცხენს უკეთებენ რაღაცეებს, გამიგია მაგრამ ჟოკეის?? :)