ეს იყო 2012-13 წლების ციკლის რიგით მე-9 ასპარეზობა, რომელშიაც კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი ცნობილმა თბილისელმა მხედარმა შალვა გაჩეჩილაძემ.
დავძენთ, რომ ეს ასპარეზობა მასპინძლებმა ბაქოს ტრადიციულ ღია პირველობადაც აქციეს, რაც უფრო ამაღლებს მხედართა ინტერესს.
შალვა გაჩეჩილაძემ მთავარი პრიზი და მსოფლიო თასის სარეიტინგო ქულა ბრწყინვალე გამოსვლით დაიმსახურა.
მის გარდა, შეჯიბრებაში გამოდიოდა კიდევ ორი თბილისელი ცხენოსანი "ჟოკეი კლუბიდან" - გეგი მეტონიძე და ცოტნე თავაძე.
შალვა გაჩეჩილაძე ლიგის ლიდერია.
თორნიკე გაჩეჩილაძე