პირველობაში მასპინძლებთან ერთად რუსთავის (17 მოცურავე), ჭიათურის (11), საჩხერის (10), სოფელ ჭორვილას (5) და გორის (16) წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. სულ 133 ქალ-ვაჟი ეცილებოდა ერთმანეთს საპრიზო ადგილებს ოთხ ასაკობრივ ჯგუფში. გამარჯვებულები და პრიზიორები სამ დისტანციაზე მოგროვებული ქულათა ჯამით გამოვლინდა. სასიამოვნოა, რომ პერიფერიების წარმომადგენლები დედაქალაქიდან ხელხვავრიელად გაემგზავრნენ. გულსატკენი კი ის ფაქტია,
დასანანია ისიც, რომ ზოგიერთ დისციპლინაში დისტანციებზე მხოლოდ თითო წარმომადგენელი იყო, ზოგან კი ისიც არ ჰყავდათ. ყოველივე ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ცურვას საქართველოში მეტი ყურადღება სჭირდება. სასურველია, რომ ჭიათურისა და საჩხერის ბოლოდროინდელ მაგალითს სხვა რეგიონების წარმომადგენლებმაც მიბაძონ.
ახლა კი, თვით თბილისის ღია პირველობის შესახებ. ვფიქრობთ, კვარცხლბეკი საქართველოში ცურვის დღევანდელ მდგომარეობას უფრო ნათლად დაგვანახვებს:
უფროს ასაკში (1994 წელს და უფრო ადრე დაბადებულნი) სამი დისტანციის ჯამში პირველ ადგილებზე გავიდნენ: თავისუფალი ყაიდა, სპრინტი (50, 100, 200 მ) - გვანცა ხინჩეგაშვილი (გორი), სტაიერული დისტანცია (400, 800, 1500 მ) - ირაკლი რევიშვილი (თბილისი, ”ტონუსი”), ბრასი - ეკა კაჭახიძე (”ლაგუნა ვერე”), ვაჟებს მონაწილე არ ჰყავდათ, ბატერფლაი - მარიამ მეჭურჭლიშვილი (”ლაგუნა ვერე”) და დავით მურჯიკნელი (”დიღომი”), გულაღმა ცურვა - გიგი მთვრალაშვილი (”ტონუსი”), კომპლექსური ცურვა - მაია ხრიკული (”ლაგუნა ვერე”). ყველა მონაწილე ეულად ებრძოდა დროს ცისფერ ბილიკებზე. მხოლოდ თავისუფალ ყაიდაში (სპრინტი) ეჯიბრებოდა ორი ვაჟი ერთმანეთს: 1. გიორგი ბუხრიკიძე. 2. გიგა აფციაური (ორივე-გორი).
უმცროს ასაკებში შედარებით უკეთესი მდგომარეობა იყო, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ დისციპლინების უმრავლესობაში კვარცხლბეკი სრულად შეივსო (სამწუხაროდ, ჩვენი საქმე აქამდე დავიდა):
იუნიორები
თავისუფალი ყაიდა. სპრინტი. 1. დავით სიხარულიძე (”ტონუსი”), 2. ომარ კოპაძე (გორი), 3. რევაზ ესაძე (”ლაგუნა ვერე”); ბრასი. 1. გიორგი მარსაგიშვილი (”დიღომი”), 2. გიორგი ჩინჩალაძე (”ლაგუნა ვერე”), 3. შმაგი ასაბიშვილი (რუსთავი). გულაღმა ცურვა. ვაჟები. 1. ნიკოლოზ სიხარულიძე (”ლაგუნა ვერე”), 2. ცოტნე დევდარიანი (რუსთავი), 3. ნიკოლოზ მესხი (”ტონუსი”). გოგონები. 1. მარიამ გაფრინდაშვილი (ჭიათურა), 2. მეგი ხათაშვილი (გორი), 3. ანა სანარსკი (ჭიათურა). კომპლექსური ცურვა. 1. ირაკლი ბოლქვაძე (”ტონუსი”).
კადეტები
თავისუფალი ყაიდა. სპრინტი. გოგონები. 1. სოფიო საღარაძე (”ტონუსი”), 2. ელენე უნდილაშვილი (დიღომი), 3. ნინო მეზვრიშვილი (გორი). ვაჟები. 1. დავით შახნაზაროვი (”ლაგუნა ვერე”), 2. დავით გილაშვილი (გორი), 3. შალვა დონაძე (დიღომი). სტაიერული დისტანცია.1. გაგა გრძელიშვილი (საჩხერე), 2. ნიკა ყაულაშვილი (რუსთავი), 3. აკაკი ჯიბუტი (”ნეპტუნი”). ბრასი. გოგონები. 1. თეონა ბოსტაშვილი (რუსთავი), 2. თამარ გამგებელი (საჩხერე), 3. თამარ ჭოლოკავა (რუსთავი). ვაჟები. 1. ლუკა კერვალიშვილი (”დელფინი”), 2. სიმონ მიროტაძე (საჩხერე), 3. ერეკლე ბახტაძე (”ლაგუნა ვერე”). გულაღმა ცურვა. 1. ოქსანა ბელოვა (რუსთავი), 2. ანა კეჟერაშვილი (”ტონუსი”), 3. სოფიო სუქნიძე (ჭიათურა). ვაჟები. 1. ნიკოლოზ კოკელაძე (”ლაგუნა ვერე”), 2. ირაკლი ლომიძე (”ტონუსი”), 3. ოთარ დავითაშვილი (გორი). ბატერფლაი. გოგონები. 1. მარიამ ობოლაშვილი (რუსთავი). ვაჟები. 1. თემურ კობახიძე (”ლაგუნა ვერე”).
უმცროსი ასაკი (1997 წელს და უფრო გვიან დაბადებულნი).
თავისუფალი ყაიდა. სპრინტი. გოგონები. 1. რუსუდან კირკაძე (დიღომი), 2. ელენე ბერაია (”ოლიმპიკი”), 3. ელენე ლომიძე (”ტონუსი”), ვაჟები. 1. ვასილ ხიზანიშვილი (”ტონუსი”), 2. ბექა ხეჩუაშვილი (დიღომი), 3. დავით ბოკერია (”ტონუსი”). ბრასი. გოგონები. 1 მარიამ ზუბიაშვილი (საჩხერე), 2. ქეთევან ყამარაული (”ტონუსი”), 3. ქეთევან ღვინიაშვილი (გორი). ვაჟები. 1. გიორგი ბარბაქაძე (რუსთავი), 2. ლევან ბახტურიძე (საჩხერე), 3. საბა მდივანი (”ტონუსი”). გულაღმა ცურვა. გოგონები. 1. ნატალია ჯაფარიძე. ვაჟები. 1. ირაკლი ჭარბაძე (”ტონუსი”), 2. ნიკიტა გიორგაძე (”ლაგუნა ვერე”), 3. გიორგი ხვედელიძე (”ტონუსი”). ბატერფლაი. 1. ბაჩანა ტყემალაძე (ჭიათურა), 2. უჩა წერეთელი (”ოლიმპიკი”), 3. აკაკი ვაშაკიძე (რუსთავი). კომპლექსური ცურვა. 1. თამთა გიგილაშვილი (რუსთავი).
ასაკების მიხედვით საპრიზო ადგილებზე გასულთა ქულებით უფროსებსა და კადეტებში თასები ”ლაგუნა ვერეს” ხვდა, იუნიორებსა და უმცროსებში პრიზები ”ტონუსმა” დაისაკუთრა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"