იან ტორპს ერთი შანსი დარჩა

AutoSharing Option
ხუთგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლეგენდარულმა ავსტრალიელმა მოცურავემ იან ტორპმა ვერ შეძლო ლონდონის ოლიმპიური თამაშების საგზურის მოპოვება 200 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში.

ავსტრალიის ჩემპიონატში, რომელიც მომავალი ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირი გახლავთ, ტორპმა ჩააგდო ნახევარფინალური ეტაპი. "ტორპედომ" ნახევარფინალის ყველა მონაწილეს შორის მე-12 ადგილი დაიკავა და ფინალში ვერ მოხვდა, - წერს ავსტრალიის ცურვის ეროვნული ფედერაცია.

ტორპის დრო იყო - წუთი და 48,91 წამი. ეს 2.4 წამით უარესი რაიან ნაპოლეონის შედეგზე, რომელმაც ნახევარფინალური გაცურვებისას საუკეთესო დრო დააფიქსირა.

იანმა იმედგაცრუება გამოთქვა თავისი შედეგის გამო, რომელიც ხუთი წამით
უარესია მის პირად რეკორდზე.

ტორპს კიდევ რჩება ლონდონის ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი. კვირას ის მონაწილეობას მიიღებს 100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში და შეეცდება ფინალში გასვლას. თუმცა ხუთგზის ოლიმპიურ ჩემპიონის ფორმის გათვალისწინებით, ტორპს წარმატების მინიმალური შანსი აქვს. ასევე ნაკლებია იმის ალბათობა, რომ "ტორპედო" ესტაფეტების ნაკრებში შეიყვანონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული