მაიკლ ფელპსმა 2,5 მილიონად ვილა იყიდა

AutoSharing Option
23-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ამერიკელმა მაიკლ ფელპსმა, რომელმაც რიოს თამაშების შემდეგ, კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, არიზონას შტატში ძვირფასი ვილა შეიძინა.

როგორც სააგენტო AP წერს, ლეგენდარული სპორტსმენის ახალი საცხოვრებელი 2.5 მილიონი დოლარი ღირს.

ვილის საერთო ფართობი 560 კვადრატულ მეტრს შეადგენს. იქ არის ექვსი საძინებელი, ექვსი სააბაზანო, ოთხი მისაღები ოთახი ბუხრით და, რა თქმა უნდა, აუზი.

ცნობისთვის, ჟურნალ "ფორბსის" მონაცემებით, ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენის წლიური შემოსავალი 6.3 მილიონ დოლარს უტოლდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 1 /
რად უნდა აუზი, ცურვა მაგან არ იცის და ... :)))
ლევანი
14:27 26-08-2016
0

სიახლეები პოპულარული