გარეკანის სურათისთვის მან სტუდიაში მიიწვია რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის სამი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი - მოცურავეები მაიკლ ფელპსი და კეტი ლედეკი, აგრეთვე ტანმოვარჯიშე სიმონ ბაილზი.
ფოტოსესიის ორგანიზებაში დიდი წვლილი შეიტანა ფელპსმა. სწორედ მან ჩამოკიდა მკერდზე მედლები ლედეკისა და ბაილზს, რომლებსაც წარმოდგენა არ ჰქონდათ, როგორ მოეხვედრებინათ კადრში ყველა მედალი (ლედეკი და ბაილზი რიოს ოლიმპიადის ოთხგზის ჩემპიონები გახდნენ).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"