ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულს, რუს ალექსეი ლოვჩევს ორგანიზმში აკრძალული პრეპარატის აღმოჩენის გამო ტიტული ჩამოართვა და ავტომატურად, მსოფლიოს ჩემპიონად ლაშა გამოცხადდა.
საახალწლო საჩუქარი: რუსს ოქროს ართმევენ და ლაშა ტალახაძეს აძლევენ! [VIDEO]
- ყოველთვის მიმაჩნდა, რომ რუსები ამ ტექნოლოგიებში საკმაოდ დიდი რაოდენობის ფულს ხარჯავენ, რაც შედეგებზეც ისახება. ეჭვი - თავიდანვე იყო ეჭვები, რომ ლოვჩევს დოპინგი ჰქონდა, ბევრი საუბრობდა ამაზე. შენ თუ გქონდა ეჭვი ან თუ ელოდი მსგავს გადაწყვეტილებას?
გიორგი ასანიძემ მითხრა, "ლაშ, მგონი ყველაფერი არაა ისე, როგორც ერთი შეხედვით ჩანსო" და კიდევაც ახდა.
- რუსები იძახიან არ დავნებდებით, გადაწყვეტილების შესაცვლელად ბოლომდე ვიბრძოლებთო...
- აწი რაც არ უნდა მოხდეს, ვიცი, რომ ღირსეულად მოვიგე და გადაწყვეტილების შეცვლის შემთხვევაში არასამართლიანად მოიქცევიან.
- შენ თვითონ პირველად ვისგან შეიტყე ამის შესახებ?
- გიორგი ასანიძემ დამირეკა, რუსი ჩავარდა და თუ არაფერი იმაიმუნეს, მსოფლიოს ჩემპიონი ხდებიო.
- როგორი რეაქცია გქონდა?
- არ მჯეროდა. გამიკვირდა, არამგონია-მეთქი.
- წინ ოლიმპიადაა...
- ოლიმპიადისთვის მზადება დაწყებულია. დაახლოებით 8 რიცხვიდან რეჟიმში ჩავდგებით და მზადებას გავაგრძელებთ.
- ოლიმპიადაზე მსოფლიოს ჩემპიონის სტატუსით მიდიხარ. რას ნიშნავს ეს შენთვის და ოლიმპიადაზე მიზნად რას ისახავ?
- მართალია, მსოფლიო ჩემპიონის სტატუსით ვიღებ მონაწილეობას, მაგრამ ჩემში ეს არაფერს ცვლის - უფრო მეტი მონდომება და ყურადღებაა საჭირო. ფსიქოლოგიურად მომზადება მჭირდება, რადგან იქ ძლიერი კონკურენტები მეყოლება.
ჩემი მიზანი უმაღლეს კვარცხლბეკზე ასვლა და საქართველოს ჰიმნის აჟღერებაა.