დაუსვი კითხვა ლაშა ტალახაძეს და მოიგე სამახსოვრო საჩუქარი

AutoSharing Option
Sportall.ge-ს რუბრიკის, "ინტერნეტკონფერენციის" მორიგი სტუმარი საქართველოს 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენი, რიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი და რეკორდსმენი, ძალოსანი ლაშა ტალახაძეა.

ტალახაძე მკითხველთა კითხვებს უპასუხებს, მათგან საუკეთესოს ავტორს კი თავად შეარჩევს და სამახსოვრო საჩუქრით დაასაჩუქრებს.

კითხვების მიღება 1-ლი იანვრის ჩათვლით მიმდინარეობს. ლაშა მკითხველთა კითხვებს, სავარაუდოდ, 3 იანვარს უპასუხებს.

გაითვალისწინეთ:
კითხვის გამოგზავნისას აუცილებლად მიუთითეთ საკონტაქტო ინფორმაცია (ვინაობა, ტელეფონი ან ელ.ფოსტა), რათა გამარჯვების შემთხვევაში, რედაქციამ შეძლოს თქვენთან დაკავშირება. კითხვის დასმა აქ შეგიძლიათ - დაუსვი კითხვა ლაშა ტალახაძეს.
ასევე დაგაინტერესებთ