ძმებმა სანდრო და ბექა ბაზაძეებმა გერმანული ბარიერი ვერ დაძლიეს

AutoSharing Option
უნგრეთის დედაქალაქში კადეტ და ჭაბუკ მოფარიკავეთა ევროპის პირველობის შემდეგ, რომელშიც სანდრო ბაზაძემ ახალგაზრდებში ჩემპიონობა მოიპოვა, უფროსებში მსოფლიოს გრანპრი გათამაშდა ხმალში.

ქართველთაგან ხუთმა სპორტსმენმა იასპარეზა. მიხეილ მარდალეიშვილმა, საბა სულამანიძემ და ლუკა ობოლაძემ ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლიეს და, შესაბამისად, 91-ე, მე-100 და 115-ე ადგილებს დასჯერდნენ.

ბექა ბაზაძემ პლეი ოფში პირველივე პაექრობა დათმო გერმანელ იოჰანეს კლებეშთან - 11:15 და 42-ე ადგილი ერგო.

სანდრო ბაზაძემ პლეი ოფში ჯერ ბელორუს ვალერი პრიემკას აჯობა - 15:11, შემდეგ ტომაშ დეკში (უნგრეთი) ჩამოიშორა გზიდან - 15:13, მერვედფინალში კი
ტურნირის მომავალ გამარჯვებულთან, გერმანელ ნიკოლას ლიმბახთან დათმო ორთაბრძოლა - 5:15 და მე-15 დარჩა.

საპრიზო ადგილები კი ასე განაწილდა: 1. ნიკოლას ლიმბახი (გერმანია), 2. ჰვან კი კიმი (კორეა), 3. არონ ზილაგი (უნგრეთი) და ფერნანდო კარარესი (ესპანეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული