მოფარიკავეთა მსოფლიოს ჩემპიონი: სანდრო და საბა შემორჩნენ

AutoSharing Option
6 აგვისტოს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მოფარიკავეთა მსოფლიოს ჩემპიონატში დაშნით და რაპირით მოასპარეზენი ჩაებნენ.

საქართველოს სპორტულ ღირსებას ახალგაზრდა მუშკეტერები - ლუკა ღაღანიძე და მიქაელ მიქაელიანი იცავდნენ.

მიქაელიანმა ჯგუფში სძლია უილიამ დოლეის (ავსტრალია, 5:3), ხუან ესტებან გუარდერასს (ეკვადორი, 5:3) და ახმეტ აგაევს (თურქმენეთი, 5:1), სამი შეხვედრა დათმო - როდოსლავ ზავროტნიაკთან (პოლონეთი, 1:5), ნიკოლაი ჩალდინთან (ლიტვა, 1:5) და ფრედერიკ ვონ დერ ოსტენთან (დანია, 1:5). მართალია, პლეი ოფში გავიდა, მაგრამ პირველი შეხვედრა სლოვენიელ იან გოლობიჩთან დაძაბულ პაექრობაში ერთი ქულით - 14:15 წააგო.

რაპირაში თავიდან
ლუკა ღაღანიძესაც 6 მეტოქე ჰყავდა. ქართველმა მოფარიკავემ ოთხ მათგანს - ბოიან იოვანოვიჩს (ხორვატია, 5:4), რადოსლავ გლონეკს (პოლონეთი, 5:2), პანაგიოტის ტელიფორანიდისს (საბერძნეთი, 5:4) და გულიერმო საუკედოს (არგენტინა, 5:3) დააყრევინა ფარ-ხმალი, ხოლო უნგრელ კრისტოფ ზაბოდიშთან (3:5) და რუს არტიომ სედოვთან (1:5) დამარცხდა.

64 საუკეთესოში მოსახვედრად ღაღანიძე სინგაპურელ ზი იუან თანს თავიდან 5:2-ს უგებდა, მაგრამ საბოლოოდ 9:15 წააგო და მიქაელიანის მსგავსად შეჯიბრებას გამოეთიშა.

7 აგვისტოს საფარიკაო ბილიკებზე მოხმალავენი - სანდრო ბაზაძე და საბა სულამანიძე გავლენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული