ქართველი პროფესიონალები ლიონში იბრძოლებენ

AutoSharing Option
29 ივლისს საფრანგეთის ქალაქ ლიონში პროფესიონალი ქართველი მოკრივეები დავით მაკარიძე და ბექა საჯაია იბრძოლებენ.

დავით მაკარაძე მსოფლიო კრივის ორგანიზაციის ევროპის (WBO European) ქამრის მოსაპოვებლად იბრძოლებს. ორთაბრძოლა 12 რაუნდიანია და ქამარი 69 კგ-მდე წონით კატეგორიაში, იგივე Light Milldeweight -ში გათამაშდება.

მაკარაძე ფოთელი მოკრივეა, ის 32 წლისაა და საკმაოდ გამოცდილია როგორც პროფესიონალურ, ასევე სამოყვარულო კრივში. პროფესიონალურ რიგზე ჩატარებული აქვს 22 ორთაბრძოლა, საიდანაც 17-ში გაიმარჯვა, 5-ში  კი დამარცხდა. მაკარაძეს რეიტინგში 14 ქულა აქვს. მან 2007 წელს საქართველოს ჩემპიონობა და ქამარი მოიპოვა.

ამის შემდეგ
მას ჰქონდა მოწვევები იტალიიდან, სადაც სამწუხაროდ IBF inter-continental-ის ქამრისთვის ორთაბრძოლაში, მე-10 რაუნდში დამარცხდა იტალიელ ფედელე ბელუჩისთან. შემდეგ ჰქონდა გასვლითი შეჯიბრები ბელარუსიაში და უკრაინაში, სადაც სარეიტინგო 6-რაუნდიანი ბრძოლა მოუგო რახიმ მინგალეიევს. მისი ბოლო სატიტულო ბრძოლა ჩატარდა საფრანგეთში, სადაც ვაკანტური ევროპის კრივის ასოციაციის (EBA - European Boxing Association) ტიტული გათამაშდა. ამ შემთხვევაში დათომ ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ საფრანგეთში გამარჯვება ქულების მცირე სხვაობით მის მოწინაღმდეგეს, ფრანგ სალიმ ლარბის მისცეს.

29 ივლისს WBO ევროპის ჩემპიონობისთვის მაკარაძე მიშელ სოროს შეერკინება. სორო 21 წლისაა, სულ 15 ორთაბრძოლა აქვს ჩატარებული. ეს კი მისი პირველი ბრძოლაა ჩემპიონობისთვის. მიუხედავად ამისა, რეიტინგში მას 106 ქულა აქვს.

ზემოთაღნიშნულ ტურნირზე სარეიტინგო 8 რაუნდიან ბრძოლას ჩაატარებს თბილისელი ბექა საჯაია. ეს არ არის საჩემპიონო ბრძოლა, მაგრამ აისახება მოკრივეთა რეიტინგზე და მათ ქულებზე. ეს ბრძოლა 64 კგ.-მდე წონით კატეგორიაში, იგივე Light welterweight-ში ჩატარდება.

ბექა 24 წლისაა და არცთუ დიდი ასაკის მიუხედავად, 40 ბრძოლა აქვს პროფესიონალურ რინგზე ჩატარებული, საიდანაც 26 მოგება, 1 ფრე და 13 წაგება აქვს. მას ამჟამად 20 ქულა აქვს. ბექა საქართველოს ჩემიონია 61 კგ-მდე წონით კატეგორიაში, მან ეს ტიტული 2010 წლის თებერვალში მოიპოვა. მას მრავალი ორთაბრძოლა აქვს ჩატარებული საერთაშორისო რინგზე. უკრაინაში, უზბეკეთში, თურქეთში, ბელარუსში, საფრანგეთში, გერმანიასა და ბელგიაში.

ამჯერად საჯაია ლიონში ვილი ბლეინს შეხვდება. ვილი 33 წლის არის, 24 ჩატარებული ბრძოლიდან 23 მოგებული აქვს, რაშიც 67 ქულა დააგროვა. WBO-ს ინტერკონტინენტალური ქამრის მფლობელია და 2002 და 2004 წლებში მონაწილეობას იღებდა ოლიმპიადაზე.

საქართველოს პროფესიონალური კრივის ასოციაცია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული