WBC-ის საჩემპიონო ქამარი 2 კგ ოქროსგან დამზადდა

AutoSharing Option
ამერიკელი ფლოიდ მეივეზერისა და მექსიკელი საულ ალვარესის ბრძოლაში გამარჯვებული WBC-ის საჩემპიონო ქამარს დაეუფლება, რომელიც 2 კილოგრამ ოქროს შეიცავს და თან, ძვირფასი იტალიური ტყავისგანაა დამზადებული, რომელსაც ავტომობილ "ფერარიში" იყენებენ.

მსოფლიო კრივის საბჭოს პრეზიდენტმა ხოსე სულეიმანმა უკვე წარმოადგინა სუფთა ოქროთი მორთული ქამარი, რომელსაც 69,9 კგ წონით კატეგორიაში 14 სექტემბერს, ლას-ვეგასში გამართულ ბრძოლაში გამარჯვებულს მიაკუთვნებენ.

ქამარზე ამოტვიფრულია ორივე მოკრივის სურათი, ასევე, დამშვენებულია მექსიკისა და აშშ-ის დროშებით.

"ეს არაჩვეულებრივი ორთაბრძოლა იქნება და ამიტომაც ეს ქამარი გამორჩეულად ძვირფასია. ეს განსაკუთრებული ჯილდოა, რომელიც თანამედროვეობის ორი საუკეთესო
მოკრივის ბრძოლაში გამარჯვებულს შეხვდება",
- თქვა სულეიმანმა.

რაც შეეხებათ მოკრივეებსა და მათ მიღწევებს, მეივეზერმა რინგზე 44 ბრძოლა გამართა და 44 გამარჯვება იზეიმა (26 ნოკაუტით). რაც შეეხება 23 წლის ალვარესს, მანც 43-იდან 42-ში იმარჯვა (30 ნოკაუტით) და ერთი კი ფრედ დაასრულა.