"მინდა ამ ვარიანტის ცდაც, უკვე მაქვს რაღაც პატარა გამოცდილება..." - ცნობილი "იუთუბერისთვის" კრივი ბოლო გაჩერება არ იქნება?

AutoSharing Option
"იუთუბერმა" ლოგან პოლმა ერთ დროს 5 სხვადასხვა დივიზიონში ჩემპიონ ფლოიდ მეივეზერთან ბრძოლის შემდეგ მის შესაძლო MMA-ზე გადართვაზე ისაუბრა.

"როდესაც ფლოიდის მსგავს ლეგენდარულ მებრძოლს ებრძოლები, რა თქმა უნდა, გასაოცარია. რთულია, დაგეგმო, თუ რა გეგმით შეერკინები მას.

ვფიქრობ, შეხვედრის პირველ რაუნდში ბევრი მძიმე დარტყმა მივიღე. მან თქვა, რომ გადავრჩი? კარგი, მინდა შეგახსენოთ, რომ ის ჩემთვის კარიერაში მეორე მეტოქე გახლდათ. მე ბედნიერი ვარ, ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო მომენტი იყო.

ვფიქრობ, იღბალი MMA-შიც ვცადო, რატომაც არა? მინდა ამ ვარიანტის ცდაც, უკვე მაქვს რაღაც პატარა გამოცდილება"
- განაცხადა ლოგან პოლმა.

შეგახსენებთ, დღევანდელი დაპირისპირება (ფლოიდსა და პოლს შორის) გამარჯვებულის გარეშე დასრულდა. მოკრივეებმა რინგზე დაგეგმილი რაუნდი გაატარეს, გამარჯვებული კი ის იქნებოდა, რომელიც მეტოქეს ნოკაუტით დაამარცხებდა.

მომზადებულია sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული