Marca-მ სერენას წასვლის შემდეგ ლეგენდების დამშვიდობება გაგვახსენა

AutoSharing Option
ამერიკის ღია პირველობის მე-3 წრეში სერენა უილიამსის გამოსამშვიდობებელი მატჩი შედგა, 40 წლის სპორტსმენის ტურნირზე გამოსვლა ნამდვილად შთამბეჭდავი იყო, დამშვიდობება კი ემოციური.

ჩოგბურთის გულშემატკივრებს სურდათ, ამერიკელს კარიერა ჩემპიონის რანგში დაესრულებინა, ისევე როგორც პიტ სამპრასმა 2002 წელს ამავე ტურნირის მოგებისას.

უკანასკნელ თამაშში მარცხის მიუხედავად, სერენამ მენტალური სიმტკიცე გამოავლინა და აილა ტომლიანოვიჩთან ბოლომდე იბრძოლა. მატჩის შემდეგ ვეტერანმა აღიარა, რომ ტურნირისთვის მომზადება უფრო ადრეულ ეტაპზე უნდა დაეწყო.

გთავაზობთ, სხვა სახელოვანი სპორტსმენების გამოსამშვიდობებელ მატჩებს

კობი ბრაიანტის უკანასკნელი შეხვედრა

რა თქმა უნდა, სერენას ბოლო დამშვიდობება შთამბეჭდავი
იყო, თუმცა ახლო წარსულიდან კიდევ უფრო ლეგენდარული და ამაღელვებელი სანახაობის მომსწრენი გავხდით. კობი ბრაინტმა 2016 წელს კარიერა დაასრულა. "შავმა მამბამ" უკანასნელ მატჩში "ლეიკერსს" ულიდერა და მისმა გუნდმა "იუტა" 101:96 დაამარცხა. ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო კალათბურთელმა 60 ქულა დააგროვა და ჯეკ ნიკოლსონს ახალგაზრდობის საუკეთესო წლები გაახსენა.

ფლოიდ მეივეზერის ბოლო ბრძოლა

ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოკრივემ ფლოიდ მეივეზერმა უკანასკნელი ბრძოლა UFC-ის ჩემპიონ კონორ მაკრეგორთან გამართა და კარიერა 50 მოგებითა და 0 მარცხით დაასრულა. თუმცა ფლოიდი დაბრუნებას კვლავ აპირებს და განაცხადა, რომ 200 მილიონი დოლარის შეთავაზების შემთხვევაში, ის რინგზე დაბრუნდება და იბრძოლებს. მისი დამშვიდობება ნამდვილად ხმაურიანი გამოდგა, რადგან 11 წლით უმცროსი კონორი, ფაქტობრივად ერთი ამოსუნთქვით დაამარცხა.

აცრემლიანებული დევიდ ბექემი პარიზში

ლეგენდარულმა დევიდ ბექემმა კარიერის უკანასკნელი წლები MLS-ში გაატარა, სადაც ჩემპიონატის დონე გააუმჯობესა და ფეხბურთი ამერიკაში კიდევ უფრო პოპულარულ სპორტად აქცია, ინგლისელის გამოსამშვიდობებელი მატჩი პარიზში, "პარი სენ ჟერმენის" მაისურით შედგა. ფრანგულმა გუნდმა "ბრესტი" 3:1 დაამარცხა, შეხვედრაში ზლატანმა დუბლი შეასრულა, თუმცა მთელი ყურადღება ბექემისკენ იყო მიმართული. ფინალური სასტვენის შემდეგ ინგლისელმა ემოციები ვერ შეიკავა და გულშემატკივარს თვალცრემლიანი დაემშვიდობა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული