საქართველოს მოკრივეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე 11 ოქტომბერს მიემგზავრება

AutoSharing Option
როგორც გაუწყეთ, ყაზახეთის ყოფილი დედაქალაქი ალმათი 14-26 ოქტომბერს მოკრივეთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრები აზიურ რინგზე 8 სპორტსმენით გამოვა. ახალი მთავარი მწვრთნელის - დავით წიკლაურის ხელმძღვანელობით, ყაზახეთში საქართველოს სპორტულ ღირსებას დაიცავენ: სევერიან ჭილაძე (თბილისი, 62), ბექა ჭუბაბრია (ფოთი, 56), გიორგი გოგატიშვილი (ფოთი, 60), ზაალ კვაჭატაძე (თბილისი, 69), ჯაბა ხოსიტაშვილი (თბილისი, 75), იაგო კიზირია (ფოთი, 81), ლევან გულედანი (თბილისი, 90) და მიხეილ ბახტიძე (ქუთაისი, +91).

სპორტსმენები გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან პირველად უჩაფხუტოდ იბრძოლებენ მედლებისთვის. საქართველოს ნაკრები ალმათიში 11 ოქტომბერს გაემგზავრება.

ბოლო
ორი თვის განმავლობაში ჩემპიონატისთვის მოკრივეთა მოსამზადებლად ნაკრების თავკაცს გვერდით ედგნენ გამოცდილი სპეციალისტები - ზურაბ გუნია, ბეჟან ჭიჭინავა, თემურ ოჩიგავა და ალბერტ კაზანჯიანი.

ეროვნული გუნდის წევრებმა ფსიქოლოგიური და ფიზიკურ-ტაქტიკური მომზადება ქობულეთში, თბილისსა და დუშეთში გაიარეს, რამდენიმე მოკრივემ მახაჭყალის საერთაშორისო ტურნირში იასპარეზა, გოგატიშვილი და ხოსიტაშვილი აიბას საკლუბო ჩემპიონატისთვის სამკვირიან შეკრებაზე ბაქოშიც იყვნენ.

ნაკრების ხელმძღვანელობა ალმათიში, სულ მცირე, ერთი მედლის მოპოვებას გეგმავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
მარტო შენ ხომ არ გკვია ბონდო ესეგი, შენც ფიკრობ მასე როგორც ვიგაცა ს ... ა დაწერა.რატო იწვავ თავს,ბატონო ბინდო მამულაშვილო
gelati
16:50 13-10-2013
0
მადლობა ბონდო მას დიდი მადლობა.. უფალი შეგვეწიოს
Jaba
11:16 12-10-2013
0

სიახლეები პოპულარული