დაპატიმრების მიზეზი გახდა ინციდენტი მოკრივის ყოფილ ცოლთან - დუნეია მარტინესთან, რომელიც გამბოას ორი შვილის დედა გახლავთ.
სპორტსმენის ადვოკატის ტონი გონსალესის თქმით, გამბოასთან მიმართებაში ეჭვი საკმაოდ სერიოზული იყო იმისთვის, რომ მოკრივე დაეკავებინათ. თუმცა ადვოკატისთვის მისი კლიენტის საქციელი სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა.
2011 წელს, გამბოა ერთხელ უკვე დააკავეს
იურიორკის გამბოამ 2004 წელს, ათენის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიგო. 2007 წელს, მან დატოვა კუბა და მაიამიში დასახლდა, სადაც პროფესიული კარიერა დაიწყო. 2010 წელს, მოკრივე 57.2-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, შემდეგ კი წონითი კატეგორია შეიცვალა.
სულ გამბოამ პროფესიულ რინგზე 23 შეხვედრა ჩაატარა და ყველა მოიგო (16 - ნოკაუტით). WBA-ის დროებითი ტიტული 61.2 კილოგრამში მან 2013 წლის ივნისში დაისაკუთრა, როცა ქულებით დაამარცხა კოლუმბიელი დარლეის პერესი.
2013 წელს, გამბოა დოპინგ-სკანდალის ფიგურანტიც გახდა: პრესა წერდა, რომ მოკრივე დაკავშირებულია ლაბორატორიასთან, რომელიც სპორტმენებს აკრძალული პრეპარატებით ამარაგებდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"