ვლადიმირ კლიჩკოს კიდევ ერთი მეტოქე

AutoSharing Option
სუპერმძიმე წონაში სამი ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონს, უკრაინელ ვლადიმირ კლიჩკოს მეორე პოტენციური მეტოქე გამოუჩნდა. ეს გახლავთ ამერიკელი პრეტენდენტი ბრაიანტ ჯენინგსი, რომელსაც 19-დან 19 ბრძოლა აქვს მოგებული.

როგორც ვარაუდობენ, კლიჩკოსა და ჯენინგსის ორთაბრძოლა ნიუ იორკში 2015 წლის აპრილში გაიმართება. აღვნიშნავთ, რომ თავად უკრაინელი ერთ-ერთ ინტერვიუში ამერიკელს თავის ერთ-ერთ კონკურენტად ასახელებდა.

ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ კლიჩკოსა და ჯენინგსის შეხვედრით დაინტერესებულია ამერიკული ტელეარხი HBO, რომელიც მზად არის, ამ ბრძოლისთვის 3 მილიონი დოლარი გამოჰყოს.

როგორც იცით, ამა წლის შემოდგომაზე ვლადიმირ კლიჩკომ სამ ბრძოლაზე გააფორმა კონტრაქტი
HBO-სთან და ერთი შეხვედრა უკვე ჩაატარა - ბულგარელი კუბრატ პულევი ნოკაუტით დაამარცხა. ასევე შეგახსენებთ, რომ უკრაინელის კიდევ ერთი პოტენციური მეტოქეა ბრიტანელი ტაისონ ფიური, რომელმაც გასულ კვირას თანამემამულე დერეკ ჩისორა დაამარცხა და კლიჩკოსთან ბრძოლის უფლება მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული