ფლოიდ მეივეზერის მოგება მენი პაკიაოსთან გამოსაძიებელია

AutoSharing Option
კალიფორნიის ცენტრალური ოლქის მოსამართლემ, გერი კლაუზნერმა, დაიწყო ამერიკელი ფლოიდ მეივეზერის ფილიპინელ მენი პაკიაოზე გამარჯვების გარემოებების გამოძიება.

მოსამართლეს განზრახული აქვს, გააანალიზოს გულშემატკივრების მიერ შეტანილი 32 სარჩელი, რომელიც შეიცავს თხოვნას - გადაიხედოს ბრძოლის საკამათო შედეგი.

ამერიკელმა მოკრივემ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა ფილიპინელი მოკრივე. გამოძიება შეეხება თავად მოკრივეებს, მათ აგენტებსა და ბრძოლის ორგანიზატორებს.

ასევე, სასამართლო განიხილავს პაკიაოს მიერ მხრის ტრავმის დამალვის ფაქტს. ფილიპინელმა არ გაამხილა დაზიანება და ტრავმირებული გავიდა რინგზე. ადრე ამასთან დაკავშირებით ნევადის შტატის ორმა მცხოვრებმა შეიტანა სარჩელი და ისინი 5 მილიონი
დოლარის მიღებას იმედოვნებენ.

მეივეზერსა და პაკიაოს შორის 12-რაუნდიანი ბრძოლა 2 მაისს, ლას ვეგასში გაიმართა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"