ქართველი მოკრივეების ერთი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედალი უნგრეთში

AutoSharing Option
შვიდი ქართველი მოკრივე: სევერიან ჭილაძე (თბილისი, 56), ოთარ ერანოსიანი (ახალქალაქი, 60), გელა აბაშიძე (ბათუმი, 69), ლევან კაჟაშვილი (თბილისი, 75), იაგო კიზირია (ფოთი, 81), ლევან გულედანი (თბილისი, 91), მიხეილ ბახტიძე (ქუთაისი, +91), მთავარი მწვრთნელი დავით წიკლაური, მწვრთნელები - თემურ ოჩიგავა, ზურაბ გუნია მონაწილეობდა უნგრულ დებრეცენში, იშტვან ბოშკაის საერთაშორისო მემორიალში.

მათგან ხუთი სპორტსმენი მეოთხედფინალში გავიდა. იქ კი მხოლოდ ლევან გულედანი დამარცხდა ტექნიკური ნოკაუტით თურქ ალი ერენ დემირეზენთან, დანარჩენმა ოთხმა კი ორთაბრძოლები მოიგო (ყველა შეხვედრაში სამივე მსაჯმა უპირატესობა ჩვენებურებს მიანიჭა) და ბრინჯაოს მედლები დაიბევა:

60 კგ. ოთარ ერანოსიანი-ლასისლავ მატუსი (სლოვაკეთი) 3:0,
69 კგ. გელა აბაშიძე-ხავიერ კოხლენი (ჰოლანდია) 3:0,
81 კგ. იაგო კიზირია-მიგელ ბორგესი (ბრაზილია) 3:0,
+91 კგ. მიხეილ ბახტიძე-ჯოზეფ ჯოისი (ინგლისი) 3:0.

ახალქალაქელი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისპრიზიორი ოთარ ერანოსიანი ბრინჯაოს არ დასჯერდა: ნახევარფინალში იორდანელ ოდაბა ალ-კასბეჰს სძლია დაძაბულ პაექრობაში - 2:1, გადამწყვეტ პაექრობაში კი ასეთივე ანგარიშით უნგრელ მიკლოშ ვარგას აჯობა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

გელა აბაშიძე, იაგო კიზირია და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორი მიხეილ ბახტიძე ნახევარფინალში, შესაბამისად, ბალაშ ბაკშაისთან (უნგრეთი), ალი ახმედოვსა (ყირგიზეთი) და ფილიპ ჰრგოვიჩთან (ხორვატია) დამარცხდნენ და მესამე ადგილებზე გავიდნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
იაგო კიზირია კარგი მოკრივე დაკარგი ადამიანია
მისი კარგის მსყრველი
15:35 09-11-2016
0
იაგო კიზირია ყმაგრესი მოკრივეა ნყ დაჰაგრავტ
ხელი ჰეყზკვეტ
დავიტ
15:26 09-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული