ამერიკელმა მორბენალმა შვიდი მარათონი შვიდ დღეში გაირბინა

AutoSharing Option
ამერიკელმა მაიკლ უორდიანმა დაამტკიცა, რომ ადამიანის შესაძლებლობებს ზღვარი არ გააჩნია. 42 წლის მორბენალმა დაუჯერებელ შედეგს მიაღწია - შვიდი მარათონი გაირბინა შვიდი დღის განმავლობაში. უფრო მეტიც, თითოეული მარათონი სხვადასხვა კონტინენტზე გაიმართა.

უორდიანმა თავისი ფსიქოლოგიური და ფიზიკური მომზადება მაქსიმუმამდე აიყვანა, რათა მარათონები გაერბინა ანტარქტიდაზე, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, აფრიკაში, აზიასა და ავსტრალიაში.

მარათონებმა შემდეგ ადგილებში ჩაიარა: თანამეგობრობის მყინვარი (ანტარქტიდა), პუნტა არენასი (ჩილე), მაიამი (აშშ), მადრიდი (ესპანეთი), მარაკეში (მაროკო), დუბაი (საამიროები) და სიდნეი (ავსტრალია).

ჯამში ამ გამოცდაზე 168 საათი დაიხარჯა. უორდიანმა მსოფლიოს
რეკორდი დაამყარა იმის მიუხედავად, რომ ბევრი ენერგია დახარჯა საათობრივი სარტყელისა და კლიმატის შეცვლისას. ადრე, მსგავს დისტანციებს, საშუალოდ, 3:32 საათში ფარავდნენ, იმ დროს, როცა უორდიანმა თითოეული მარათონი საშუალოდ 2 საათსა და 45 წუთში გაირბინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
დოპინგი რა შუაშია, ადამიანი თუა საერთოდ ისაა საკითხავი, ან შეიძლება საპირველაპრილო სტატია გაეპარათ დროზე ადრე
kote
01 თებერვალი 2017 09:11
0
შეამოწმეთ ეგ დოპინგზე?? თუ ამერიკელებს არ ამოწმებთ?/
ბაბაია
01 თებერვალი 2017 01:03
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული