წინ ბაქო და რეიკიავიკია

AutoSharing Option
წლეულს 17-20 ივნისს რეიკიავიკი (ისლანდია) მძლეოსანთა ევროპის III ლიგის გუნდურ ჩემპიონატს უმასპინძლებს. საასპარეზოდ მონდომებით ემზადებიან ქართველი სპორტსმენები, რომლებიც, ფაქტობრივად, სრული გუნდით აპირებენ პირველობაზე გამგზავრებას. ევროპული ბატალიებისთვის ძალთა ერთგვარ დათვალიერებას წარმოადგენდა საქართველოს ჩემპიონატი, რომელიც ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართა. 18 ქალაქისა და რაიონის 250-მდე ქალ-ვაჟი იბრძოდა საპრიზო ადგილებისთვის. ფედერაციის მესვეურთა დიდი მცდელობის მიუხედავად, ათლეტებს ჯერჯერობით რაიმე განსაკუთრებული შედეგები არ უჩვენებიათ. უბრალოდ, ლიდერებმა პოზიციები განიმტკიცეს. მაგალითად, ქუთაისელმა სალომე სირაძემ ისევ მოიგო 100 და 200 მეტრზე რბენა. ამ დისტანციებზე ასევე ორი ოქროს
მედალი მოიხვეჭა ზუგდიდელმა ბაჩანა ხორავამ; 800 და 1500 მეტრზე ახალციხელი გაიანე უსტიანი გამოირჩა. სიმაღლეზე ხტომაში თბილისელი ზურაბ გოგოჭური ისევე, როგორც შარშანდელ საშემოდგომო ჩემპიონატზე, ამჯერადაც 210 სანტიმეტრზე გადებულ თამასას გადაევლო. ვარჯიშებზე მას 2-3 სანტიმეტრით მეტი სიმაღლეც აქვს დაძლეული, მაგრამ ეს არ არის საკმარისი სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად, რომელსაც ივლის-აგვისტოს მიჯნაზე კორეა უმასპინძლებს. საამისოდ საერთაშორისო ნორმატივით 218 სანტიმეტრის გადალახვაა საჭირო. ქართველი სპორტსმენი ჯერ იმედს არ კარგავს, რადგან უახლოეს ორ თვეში სამ მნიშვნელოვან ტურნირზე მოუწევს გამოსვლა: მომდევნო შაბათ-კვირას ბაქოში აზერბაიჯანის ღია პირველობაზე, ივნისში ევროპის გუნდურ ჩემპიონატსა და ივლისში (ჩეხეთი) 23-წლამდელთა კონტინენტის პირველობაზე...

- ჩვენს სპორტსმენებს თავიანთი შესაძლებლობების პიკისთვის ჯერ არ მიუღწევიათ. - გვითხრა მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსი ახვლედიანმა. - ეს გასაგებიცაა, რადგან ევროპის ჩემპიონატამდე სამ კვირაზე მეტია დარჩენილი. ქართველ მძლეოსნებს მომავალ უქმეებზე ძალების მოსინჯვის შესაძლებლობა ბაქოში აზერბაიჯანის ღია პირველობაზეც ექნებათ, სადაც დაახლოებით 25 სპორტსმენით გავემგზავრებით. რამდენიმე მედლის მოპოვებას ვვარაუდობთ, მათ შორის 4-5 ოქროსი იქნება. ბაქოდან დაბრუნების შემდეგ ორკვირიან საწვრთნელ შეკრებას მოვაწყობთ და ისლანდიაში 30-კაციანი ნაკრებით წავალთ. ვეცდებით, ქომაგები იქაური შედეგებითაც გავახაროთ.

კვარცხლბეკი
გოგონები. 100 მ. 1. სალომე სირაძე (ქუთაისი, 12,52), 2. სოფი ჩალაშვილი (თბილისი, 12,82), 3. ნინო გვიანიძე (აჭარა (12,92). 100 მ. თარჯრბენი. 1. მაია გოგოლაძე (თბილისი, 14,80), 2. თამარ ჯალაღონია (ფოთი, 18,50), 3. სალომე ჩაბაკაური (თბილისი, 19,10). 200 მ. 1. სალომე სირაძე (ქუთაისი, 25,97), 2. სოფი ჩალაშვილი (თბილისი, 26,61), 3. ნინო გვიანიძე (აჭარა, 27,07). 400 მ. 1. სოფო ჩილინგარაშვილი (ახალციხე, 1.01,27), 2. თეა ფაცურია (ფოთი, 1.02,59), 3. ანა ვახტანგაძე (თბილისი, 1.06,32). 400 მ. თარჯრბენით. 1. თეა ფაცურია (ფოთი, 1.07,39), 2. მარიამ ჩაკაბერია (1.14,71,), 3. ლიკა ბიგვავა (ორივე-ზუგდიდი, 1.18,45). 800 მ. 1. გაიანე უსტიანი (2.15,94), 2. სოფო ჩილინგარაშვილი (ორივე-ახალციხე, 2.35,21), 3. თამრიკო შამოევა (თბილისი, 2.39,27). 1500 მ. 1. გაიანე უსტიანი (ახალციხე, 4.42,1), 2. თინათინ პაპუაშვილი (ბორჯომი, 4.57,6), 3. ანიჩკა მურადიანი (ახალციხე, 5.28,7). 3000 მ. 1. გიული დეკანაძე (ვანი, 9.57,32), 2. ანიჩკა მურადიანი (ახალციხე, 12.01,52), 3. მარი მიროტაძე (ჭიათურა, 13.27,52). 3000 მ. წინაღობებით. 1. თინათინ პაპუაშვილი (ბორჯომი, 12.08,44). 5000 მ. 1. გიული დეკანაძე (ვანი, 17.56,4), 2. ნესტან ირემაძე (ჭიათურა, 21.12,2). 4X100 მ. 1. თბილისი (52,9), 2. ფოთი (56,5), 3. ზუგდიდი (1.00,1). 4X400 მ. 1. ახალციხე (4.22,89), 2. თბილისი-II (4.25,17). სამხტომი. 1. თამარ გელეიშვილი (ქუთაისი, 11,67), 2. თათია პაიკიძე (ვანი, 11,50), 3. ნესტან დათუნაშვილი (თბილისი, 9,91). სიგრძეზე ხტომა. 1. მაია გოგოლაძე (თბილისი, 5,64), 2. თათია პაიკიძე (ვანი, 5,47), 3. თამარ გელეიშვილი (ქუთაისი, 5,03). ბირთვი. 1. სალომე რიგიშვილი (თიანეთი, 13,79), 2. ნათია ნაჭყებია (ფოთი, 10,10), 3. ხატია ხურცია (ხონი, 10,07). შუბი. 1. ნათია გიგაური (თელავი, 36,33), 2. ხატია ხურცია (ხონი, 31,45), 3. ნანა კორტავა (ზუგდიდი, 26,50). ბადრო. 1. სალომე რიგიშვილი (თიანეთი, 44,68), 2. ნათია ნაჭყებია (ფოთი, 23,02), 3. ალბინა არუთუნიანი (აჭარა, 22,73). უროს ტყორცნა. 1. სოფო მათაშვილი (25,60), 2. ვერონიკა გალუზინსკაია (თბილისი, 24,50).

ვაჟები. 100 მ. 1. ბაჩანა ხორავა (ზუგდიდი, 11.12), 2. ლუდვიგ ზილბეშტეინი (ახალციხე, 11,22), 3. სანდრო გაბუნია (თბილისი, 11.32). 110 მ. თარჯრბენი. 1. დავით ილარიანი (თბილისი, 14,03), 2. ლაშა ნუცუბიძე (ქუთაისი, 17,19), 3. ვაჟა ძაგანია (ფოთი, 17,90). 200 მ. 1. ბაჩანა ხორავა (ზუგდიდი, 22,03), 2. დავით ცუცქირიძე (თბილისი, 22,11), 3. ლუდვიგ ზილბერშტეინი (ახალციხე, 22,32). 400 მეტრი. 1. ენდრიკ ზილბერშტეინი (ახალციხე, 48,22), 2. დენის ჟვანია (ზუგდიდი, 48,51), 3. დავით ცუცქირიძე (ბორჯომი, 48,69). 400 მ. თარჯრბენი. 1. დენის ჟვანია (თბილისი, 55,02), 2. დავით ნოზაძე (ბორჯომი, 58,14), 3. გიორგი ზილბერშტეინი (ახალციხე, 59,42). 800 მ. 1. ანდრანიკ მატინიანი (ახალციხე, 1.55,93), 2. მერაბ ქინიძე (თბილისი, 1.56,36), 3. თენგიზ ღვინჯილია (ზუგდიდი, 1.56,95). 1500 მ. 1. ანდრანიკ მატინიანი (ახალციხე, 3.55,2), 2. დათო ხარაზიშვილი (თბილისი, 4.09,4), 3. არმენ სტეფანიანი (ბორჯომი, 4.29,4). 3000 მ. 1. ჯეირან ხოფერია (ფოთი, 9.33,61), 2. არმენ სტეფანიანი (ბორჯომი, 10.51,87), 3. დავით ძიმისტარიშვილი (ქუთაისი, 12.03,73). 3000 მ. წინაღობებით. 1. ჯეირან ხოფერია (ფოთი, 9.33,61), 2. არმენ სტეფანიანი (ბორჯომი, 10.51,87), 3. დავით ძიმისტარაშვილი (ქუთაისი, 12.03,73). 5000 მ. 1. გიგლა ზილბერშტეინი (ახალციხე, 15.04,6), 2. ჯეირან ხოფერია (ფოთი, 15.34,7), 3. გიორგი ლომიძე (თბილისი, 16.14,7), 4X100 მ. თბილისი I (46,1), 2. თბილისი II (46,5), 3. ზუგდიდი (47,0). 4X400 მ. 1. ახალციხე (3.22,64), 2. თბილისი (3.24,39), 3. ქუთაისი (3.51,57). სამხტომი. 1. ლაშა ღულელაური (ახმეტა, 15,21), 2. ოთარ ხაჭაპურიძე (თბილისი, 14,91), 3. გოგა მაღლაკელიძე (ქუთაისი, 12,84). სიგრძეზე ხტომა. 1. ბოლესლავ სხირტლაძე (7,48), 2. ოთარ ხაჭაპურიძე (ორივე-თბილისი, 7,13), 3. გიორგი გურეშიძე (მარტვილი, 7,07). სიმაღლეზე ხტომა. 1. ზურაბ გოგოჭური (თბილისი, 210), 2. დავით ალხანიშვილი (მარტვილი, 175), 3. ლაშა ნუცუბიძე (ქუთაისი, 170). ბირთვი. 1. ბენიკ აბრამიანი (თბილისი, 18,48), 2. ზურაბ გიგაია (ზუგდიდი, 16,68), 3. გიორგი ბედოშვილი (თბილისი, 16,00). შუბის ტყორცნა. 1. ვასილ ელანიძე (ახმეტა, 53,86), 2. გოგა ღონღაძე (თბილისი, 45,80), 3. გიგა გიგაური (თელავი, 42,68). ბადრო. 1. გიორგი ბედოშვილი (47,20), 2. ზურაბ გიგაია (ზუგდიდი, 45,76), 3. ილია მარტყოფლიშვილი (თბილისი, 43,44). ურო. 1. ლერი ჩიტაიშვილი (თბილისი, 63,60), 2. გოგა ჭიხვარია (ოზურგეთი, 50,80), 3. გელა აბაშმაძე (თბილისი, 41,40).
გუნდური. I ჯგუფი. 1. თბილისი-1 (293), 2. ქუთაისი (243), 3. თბილისი-2 (242 ქულა). II ჯგუფი. 1. ბორჯომი (126), 2. აჭარა (86), 3. ახმეტა (54).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული