ქართველი მძლეოსნების ალმათური ვერცხლი და ბრინჯაო

AutoSharing Option
ყაზახეთის ყოფილ დედაქალაქ ალმათიში მძლეოსანთა საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, რომელშიც სამი ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენიც მონაწილეობდა.

შესანიშნავად იასპარეზა ევროპის ახალგაზრდობის 2011 წლის ოლიმპიური ფესტივალის ვერცხლისმედალოსანმა ლაშა ღულელაურმა - სამხტომში მან 16,35 მეტრით მეორე ადგილი დაიკავა.

ამავე სახეობაში 12,97 მეტრით ბრინჯაოს მედალი თათია პაიკიძემ მოიპოვა. ორივე სპორტსმენმა ახალგაზრდებში წლევანდელი მსოფლიოს პირველობის სალიცენზიო ნორმატივი შეასრულა და ივლისში ისინი კატალონიის დედაქალაქში გაემგზავრებიან.

ალმათის ტურნირში გამოდიოდა ბაჩანა ხორავაც, მაგრამ 100 მეტრზე რბენაში კვარცხლბეკს მიღმა აღმოჩნდა.

"ალმათური ვერცხლი და ბრინჯაო" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული