უნივერსიადა: სტუ მყარად პირველობს

AutoSharing Option
საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივითა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გრძელდება "უნივერსიადა 2012"-ის პროგრამით გათვალისწინებული შეჯიბრებები.

ამჯერად ასპარეზობა მაგიდის ჩოგბურთელებმა და მკლავჭიდელებმა დაამთავრეს.

მაგიდის ჩოგბურთელ გოგონებში ყველას ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა მარიამ გოგოჭურმა აჯობა - ფინალში მან თამარ კირკიტაძე (ქართული უნივერსიტეტი) დაამარცხა.

მე-3 ადგილზე ნონა მარქარიანი (ბათუმის რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი) გავიდა. ვაჟებში უძლიერესი იყო დავით ცატუროვი (სეუ). მეორე-მესამე ადგილები სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა - ვინსენტ პრაავენ სებასტიანმა და დავით დავითაძემ დაიკავეს.

მკლავჭიდელებს სასპორტო კლუბ "არენამ" უმასპინძლა, სადაც უძლიერესი იყო აგრარული უნივერსიტეტის გუნდი, რომელმაც
12 მედალი (5 ოქრო, 3 ვერცხლი, 4 ბრინჯაო) დაიმსახურა. მეორე-მესამე ადგილები თსუ-ს (5, 1, 0) და სტუ-ს (1, 1, 17) ერგოთ.

კვარცხლბეკი
მარჯვენა. 65 კგ. 1. ნიკოლოზ წერეთელი (სტუ), 2. გიორგი როსტომაშვილი (აგრარული), 3. ზაზა ვაშაყმაძე (ბათუმის რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი).

70 კგ. 1. ომარ კვარაცხელია (აგრარული), 2. ნიკოლოზ კლდიაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), 3. ჯემალ კედიაშვილი (ბათუმი).

75 კგ. 1. გიორგი ჯუღელი (თსუ), 2. ფირუზ ჭელიძე (ბათუმი), 3. ირაკლი ფალიანი (აგრარული).

80 კგ. 1. ლაშა დორეული (თსუ), 2. ნიკოლოზ საბიაშვილი, 3. ალექსი ხოდელი (ორივე - ილიას უნივერსიტეტი).

85 კგ. 1. მერაბ კაკაბაძე (აგრარული), 2. გოჩა ხაიკაშვილი (ილიას უნივერსიტეტი), 3. გიორგი დემეტრაშვილი (სტუ).

მძიმე. 1. ვასილ დაუთაშვილი (სტუ), 2. ვალერი გობეჯიშვილი (საავიაციო), 3. ლევან ყოჩიაშვილი (აგრარული).

მარცხენა. 65 კგ. 1. გიორგი როსტომაშვილი (აგრარული), 2. ნიკოლოზ წერეთელი (თსუ), 3. გია ბერიძე (ბათუმი).

70 კგ. 1. ომარ კვარაცხელია (აგრარული), 2. ნიკოლოზ კედიაშვილი (ილია), 3. არჩილ ხოზრევანიძე (ბათუმი).

75 კგ. 1. გიორგი ჯუღელი (თსუ), 2. იაროსლავ ფალიანი (აგრარული), 3. ბაჩუკი შარაშიძე (საზღვაო აკადემია).

80 კგ. 1. ლაშა დორეული (თსუ), 2. ოთარ თავართქილაძე (აგრარული), 3. ნიკოლოზ საბიაშვილი (ილიას უნივერსიტეტი).

85 კგ. 1. ვახტან ბერიძე (აგრარული). 2. გიორგი დემეტრაშვილი (სტუ), 3. გოჩა ხაიკაშვილი (ილიას უნივერსიტეტი) მძიმე. 1. ირაკლი გამთენაძე (ქუთაისის უნივერსიტეტი), 2. ვალერი გობეჯიშვილი (საავიაციო), 3. ლევან ყოჩიაშვილი (აგრარული).

თოთხმეტი სახეობის შემდეგ 44 მედლით (18 ოქრო, 10 ვერცხლი, 17 ბრინჯაო) კვლავ სტუ ლიდერობს. მეორე-მესამე ადგილებს აგრარული უნივერსიტეტი (11, 13, 17) და თსუ (7, 11, 7) ინაწილებენ.

სტუ მყარად პირველობს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული