მძლეოსნებმა საუკეთესოები დაასახელეს

AutoSharing Option
საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციამ 2010 წლის შედეგები შეაჯამა და საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა. ქალებში უკონკურენტოდ გავიდა პირველ ადგილზე მარიამ ქევხიშვილი. ათენისა და პეკინის ოლიმპიადების მონაწილე ქართველი ათლეტი რამდენიმე წელიწადია, ამერიკის შტატებში სწავლობს და იქვე ვარჯიშობს ლემკეს ხელმძღვანელობით.

წლეულს მან ოკეანისგაღმა ბირთვის კვრაში სტუდენტთა 12 ტურნირი მოიგო, მათ შორის - სტუდენტური ლიგა და ამერიკის სტუდენტ მძლეოსან ქალთა შორის საუკეთესოდ აღიარეს. იმ შეჯიბრებებზე სამჯერ საქართველოს რეკორდი (18,47; 18,49; 18,59 მ) გააუმჯობესა. ამასთანავე, მარიამმა წლეულს მალტაში ევროპის B დივიზიონის პირველობა მოიგო, ხოლო კონტინენტის პირად-გუნდურ ჩემპიონატზე
ბარსელონაში 17,87 მეტრით მე-10 ადგილი დაიკავა.

ვაჟებში საუკეთესოდ ახალციხელი ენდრიკ ზილბერშტეინი დაასახელეს. წლეულს მან ევროპის B დივიზიონის პირველობაზე 400 მეტრზე რბენაში ოქროს მედალი დაიმსახურა. ამავე დისტანციაზე საქართველოს და უკრაინის ჩემპიონობა მოიპოვა, თანაც კიევში მეოთხედი საუკუნის წინათ მიხეილ გაფრინდაშვილის მიერ დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა (47.19).

მძლეოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ გამოავლინა წარმატებული რეგიონული ორგანიზაციები - სამეგრელო-ზემო სვანეთი (რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტი რეზო ბუკია), იმერეთი (დავით ფრუიძე) და სამცხე-ჯავახეთი (ზიგმუნდ ზილბეშტეინი).



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული