- ბარსელონისთვის მზადება ჯერ კიდევ იანვარში დავიწყე, - მითხრა ილარიანმა. - ბაქოში, სადაც ზამთრისთვის შესანიშნავი საწვრთნელი პირობებია, თითქმის თვე-ნახევარი
ამ ცოტა ხნის წინათ დონეცკში უკრაინის ღია ჩემპიონატში გამოვედი. მასპინძლებთან ერთად რუსი, ბელარუსი და ბაჰრეინელი მძლეოსნებიც იბრძოდნენ საპრიზო ადგილებისთვის. 13,93 წამით აქაც ყველას ვაჯობე. სპორტულ კარიერაში ჩემი საუკეთესო შედეგი - 13,67 წამი - 2008 წელს იერუსალიმის სალიცენზიო ტურნირზე ვაჩვენე.
- დონეცკში შენთან ერთად საქართველოს სხვა მძლეოსნებიც მონაწილეობდნენ...
- დიახ, ენდრიკ ზილბერშტეინმა 400 მეტრზე რბენაში მალტის შედეგი გააუმჯობესა და 46,19 წამით მე-5 ადგილი დაიკავა. ბენიკ აბრამიანმა კი ბირთვი 17,28-მეტრიან ზღვარს გადააცილა და მე-6 ადგილით დაკმაყოფილდა.
- ეროვნულ ჩემპიონატში თუ გამოხვალ?
- აუცილებლად, რადგან, ევროპის პირველობის წინ ეს ბოლო სტარტი იქნება. კარგად ვარ მომზადებული, არ არის გამორიცხული, ესპანეთში 110 მეტრზე თარჯებით ფინალშიც მოვხვდე. ამიტომ საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციას ვთხოვე, ბარსელონაში ჩემთან ერთად პირადი მწვრთნელი გოგი გოზალიშვილი გამოეშვათ. უარი მითხრეს. არავისი მშურს. პირიქით, მიხარია, რომ ქევხიშვილს 2008 წლის პეკინის ოლიმპიადასა და შარშან მსოფლიოს ჩემპიონატზე პირადი მწვრთნელი ჩამოუყვანეს, მარიამი ესპანეთსაც დამრიგებელთან ერთად ეწვევა. ვიმეორებ, ეს ძალიან კარგია, მაგრამ მე რა დავაშავე?