წელს უსაინ ბოლტს ვერ ვნახავთ

AutoSharing Option
პლანეტის უსწრაფესმა ადამიანმა, იამაიკელმა მორბენალმა უსაინ ბოლტმა განაცხადა, რომ გამოტოვებს "ბრილიანტის ლიგის" ბოლო ეტაპს, რომელიც 11 სექტემბერს ბრიუსელში გაიმართება.

"პეკინში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გადატანილი მღელვარების შემდეგ, გადავწყვიტე წელს სტარტზე აღარ გავიდე. უკვე მომავალ წელზე და რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე ვფიქრობ, სადაც შევეცდები ტიტულები დავიცვა 100 და 200 მეტრ დისტანციებსა და ესტაფეტაში. ახლა, მინდა დავტკბე მცირე დასვენებით, რათა მომავალ თვეში ახალი ძალებით დავუბრუნდე ვარჯიშებს", - განაცხადა ექვსგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა.

"ბედნიერი ვარ, რომ სეზონი ტრავმების გარეშე დავასრულე და მზად ვარ ისევ ვიბრძოლო მომავალ სეზონში.
ბოლო კვირის განმავლობაში უდიდესი მხარდაჭერა ვიგრძენი და მინდა ყველა გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო", - დაამატა ბოლტმა.

პეკინში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, უსაინმა სამ დისციპლინაში გაიმარჯვა - 100 და 200 მეტრზე რბენაში და 4x100 მეტრზე ესტაფეტაში, რითაც მსოფლიოს ჩემპიონატებე ოქროს მედლების საერთო რიცხვი 11-მდე აიყვანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული