"სოსო ჯაჭვლიანმა საქართველოს ნაკრები პირდაპირ საროსკიპოში განათავსა"

AutoSharing Option
მკლავჭიდელებმა სოსო ჯაჭვლიანის წინააღმდეგ პარლამენტის წინ აქცია გამართეს. სპორტსმენები მკლავჭიდის ფედერაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან სოსო ჯაჭვლიანის გადადგომას ითხოვენ და მას დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.

სპორტსმენები ჯაჭვლიანის მიერ თანხების მითვისებაზეც საუბრობენ.

"8 თვის განმავლობაში ეს ადამიანი ჩემს პირად ხელფასს ითვისებდა. მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი კარგი ასპარეზობის შედეგად მე, როგორც მწვრთნელს 30 000 ლარი დამერიცხა, მაგრამ ამ 30 000-დან 23 000 სოსო ჯაჭვლიანმა თაღლითურად მიითვისა.

2015 წელს ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე ვიასპარეზეთ, ასევე ვიასპარეზეთ მსოფლიო ჩემპიონატზე. ევროპაზე ჩვენი გუნდი მეორე ადგილზეა, ხოლო მსოფლიოში ვართ სამეულში.
პირადად ჩემს სახელზე უნდა ყოფილიყო პრემია 40 000 ლარი, მაგრამ შემდეგ გავიგე, რომ სოსო ჯაჭვლიანმა მწვრთნელად საკუთარი თავი დაიწერა და კუთვნილი პრემია მიითვისა.

გარდა ამისა, არის სხვა უამრავი გადაცდომა. მალაიზიაში მსოფლიო ჩემპიონატისას ჩვენ სასტუმროდან გამოგვიყვანა და საქართველოს ეროვნული ნაკრები პირდაპირ საროსკიპოში განათავსა.

ერთ-ერთ სპორტსმენს კი, რომელსაც გარდაბნის გამგეობამ 1 500 ლარი ჩაურიცხა, ნახევარი, 750 ლარი სოსო ჯაჭვლიანმა გამოსძალა", - აცხადებს ჭაბუკთა და ახალგაზრდულ ნაკრებთა ყოფილი მწვრთნელი გელა ბექაური.

პარლამენტის წინ შეკრებილთა მტკიცებით, ჯაჭვლიანი არაფერს აკეთებს მკლავჭიდის განვითარებისთვის და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. მათი განცხადებით, თუკი მათი მოთხოვნის საპასუხოდ სათანადო ნაბიჯები არ გადაიდგმება და სოსო ჯაჭვლიანი მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს არ დატოვებს, ნაკრები ჩემპიონატებსა და ტურნირებში ასპარეზობაზე უარს იტყვის. 

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 26 /
სოსო დუმს. დუმილი კი თანხმობის ნიშანია. არა რა.....ყველა ჩინოვნიკი ერთმანეთზე უარესია. ...
betqil
17 თებერვალი 2016 09:40
0
მოკლედ გაიტრიგანდა და გაგოთვერნდა ხალხი რა თუ ეს წინასაარჩევნო ტრიუკი არარის აქამდე ხმას რატო არავინ იღებდა.ესეიგი ვიღაცას წყალს ამღვრებს მეტი არაფელი ისე ეგეთი დარღვევის დროს სასამართლოს მიმართავენ და არა პარლამენტს.
qutaiseli
17 თებერვალი 2016 09:36
0
სოსო კრისობაში გდებენ ბრალს სერიოზული პრედიავაა. გაეცი პასუხი მთელმა ქვეყანამ რომ გაიგოს ისე, სუყველაფერზე მიგიწვდება ხელი თუ გაქვს ერთი ადგილი გაეცი პასუხი.
კოლხი
17 თებერვალი 2016 09:27
0
მერე მკლავჭიდელები რატომ არიან აღშფოთებულები, საროსკიპოში მოსულებს ისინი ვინმეში ხომ არ აერია? :–)
ჯაჭვლიანი გამორჩენისთვის ყველაფრის მკადრებელი სუბიექტია
ანტონი
17 თებერვალი 2016 06:54
0
ამ ბრალდებებიდან ნახევარიც რომ მართალი იყოს, ეს ჯაჭვლიანი სააკაშვილის ბანდაზე 100ჯერ ვარესი ყოფილა
დურუ
17 თებერვალი 2016 01:15
0
სამარცხვუნო ადამიანი
222
16 თებერვალი 2016 23:32
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული