"სოსო ჯაჭვლიანმა საქართველოს ნაკრები პირდაპირ საროსკიპოში განათავსა"

AutoSharing Option
მკლავჭიდელებმა სოსო ჯაჭვლიანის წინააღმდეგ პარლამენტის წინ აქცია გამართეს. სპორტსმენები მკლავჭიდის ფედერაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან სოსო ჯაჭვლიანის გადადგომას ითხოვენ და მას დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.

სპორტსმენები ჯაჭვლიანის მიერ თანხების მითვისებაზეც საუბრობენ.

"8 თვის განმავლობაში ეს ადამიანი ჩემს პირად ხელფასს ითვისებდა. მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი კარგი ასპარეზობის შედეგად მე, როგორც მწვრთნელს 30 000 ლარი დამერიცხა, მაგრამ ამ 30 000-დან 23 000 სოსო ჯაჭვლიანმა თაღლითურად მიითვისა.

2015 წელს ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე ვიასპარეზეთ, ასევე ვიასპარეზეთ მსოფლიო ჩემპიონატზე. ევროპაზე ჩვენი გუნდი მეორე ადგილზეა, ხოლო მსოფლიოში ვართ სამეულში.
პირადად ჩემს სახელზე უნდა ყოფილიყო პრემია 40 000 ლარი, მაგრამ შემდეგ გავიგე, რომ სოსო ჯაჭვლიანმა მწვრთნელად საკუთარი თავი დაიწერა და კუთვნილი პრემია მიითვისა.

გარდა ამისა, არის სხვა უამრავი გადაცდომა. მალაიზიაში მსოფლიო ჩემპიონატისას ჩვენ სასტუმროდან გამოგვიყვანა და საქართველოს ეროვნული ნაკრები პირდაპირ საროსკიპოში განათავსა.

ერთ-ერთ სპორტსმენს კი, რომელსაც გარდაბნის გამგეობამ 1 500 ლარი ჩაურიცხა, ნახევარი, 750 ლარი სოსო ჯაჭვლიანმა გამოსძალა", - აცხადებს ჭაბუკთა და ახალგაზრდულ ნაკრებთა ყოფილი მწვრთნელი გელა ბექაური.

პარლამენტის წინ შეკრებილთა მტკიცებით, ჯაჭვლიანი არაფერს აკეთებს მკლავჭიდის განვითარებისთვის და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. მათი განცხადებით, თუკი მათი მოთხოვნის საპასუხოდ სათანადო ნაბიჯები არ გადაიდგმება და სოსო ჯაჭვლიანი მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს არ დატოვებს, ნაკრები ჩემპიონატებსა და ტურნირებში ასპარეზობაზე უარს იტყვის. 

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 26 /
არც კი ცხვენიათ.ჩემი შვილიც მკლავჭიდელია და ვიცი რა დგეში არიან ბიჭები.ის კიარა სტიმული მივცეთ ჩვენს ქართველ ბიჭებსო...ღმერთი ამას არ აპატიებთ.პოლიტიკა აქ არაფერ შუაშია.გული მწყდება ჯაჭვლიანის ესეთ ქმედებზე.ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი მეგონა.რამხელა იმედებს ვამყარებდით.ყველას მოეთხოვება აქ თუარა სასუფეველში პასუხი.
nana
09:00 18-02-2016
0
იბიარდზე წაიყვანა
გიო
23:57 17-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული