მშვილდოსნებმა ესპანეთში წააგეს

AutoSharing Option
ესპანურ კამბრილსში, მშვილდოსანთა ზამთრის ანუ დარბაზის ევროპის პირველობაზე დღეს პლეი ოფები პირად პირველობაში გაიმართა. სამწუხაროდ, ჩვენი ორივე მონაწილე დამარცხდა. ხათუნა ნარიმანიძემ, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპი მეხუთე შედეგით დაასრულა, პირველ შეხვედრაში დანიელი ლოუის ლოურენსი სეტებში 6:0 დაამარცხა, მერე კი ჰოლანდიელ კობი ჰურკმანსთან 4:6 წააგო.

მოლოდინისამებრ, ქრისტინე ესებუამ იტალიელ ელენა ტონეტასთან მოგების შემდეგ მეორე იტალიელთან, ნატალია ვალეევასთან დათმო შეხვედრა - 0:6. მოლდოვადან აპენინებზე გათხოვილი ვალეევა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია და იმ იშვიათ სპორტსმენთა შორისაა, ვინც სამხრეთ კორეელთა ჰეგემონიის შერყევას ახერხებს. ასმათ დიასამიძე გუშინვე გამოვარდა
პოლონელ ნატალია ლესნიაკთან მარცხის შემდეგ.

ახლა ჩვენებს გუნდური პირველობა დარჩათ საასპარეზოდ. შესარჩევში მათ მეოთხე შედეგი აღმოაჩნდათ და ხვალ პლეი ოფში მეხუთეადგილოსან პოლონელებს გაეჯიბრებიან.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული