ჭაბუკი მშვილდოსნები - მსოფლიოზე

AutoSharing Option
23-28 აგვისტოს პოლონური ლეგნიცა ახალგაზრდა და ჭაბუკ მშვილდოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინლებს, თუმცა ჩვენ მასში მონაწილენი მხოლოდ ჭაბუკთა ასაკში გვეყოლებიან - დაბალი შედეგების გამო ახალგაზრდების წაყვანა მწვრთნელებმა მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს.

ჭაბუკებშიც ძველი სტერეოტიპი იმსხვრევა - საქართველში მშვილდოსნობა ძირითადად ქალებთან ასოცირდება, ახლანდელ გუნდში კი ბალანსი აშკარად მამრობითთა მხარესაა - 1 გოგო და 3 ბიჭი გვეყოლება: თეონა კუტალაძე, ირაკლი ქვლივიძე, ლაშა ფხაკაძე, გიორგი წიბლიაშვილი.

გუნდი გუშინ დილით გაფრინდა პოლონეთში მთავარ მწვრთნელ გია მაკიევისა და თემურ მორგოშაძის ხელმძღვანელობით. ხვალ ლეგნიცაში ოფიციალური ვარჯიშია, ზეგ კი
პირველი საშეჯიბრო დღეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული