უკვე გაიმართა საკვალიფიკაციო ეტაპი, სადაც ქართველები არცთუ წარმატებით გამოვიდნენ. ასე მაგალითად, ბიჭებში ჩვენგან საუკეთესო ლაშა ფხაკაძეა, რომელიც 1218 ქულით 114 მონაწილეს შორის 80-ეა. მისი საუკეთესო მაჩვენებელი მესამე სერიაში 70-ე ადგილზე გასვლაა, ამაზე უფრო წინ წაწევა კი ვერც ერთ სერიაში ვერ შეძლო.
ირაკლი ქვლივიძე 1200 ქულით 86-ეა, გიორგი წიბლიაშვილი კი 1174-ით - 97-ე. დაბალი შედეგები გუნდურ მაჩვენებელსაც დაეტყო - ჩვენი სამეულის
თეონა კუტალაძე თავიდან უკეთ ისროდა, მაგრამ მოკლე დისტანციებზე მოუკლო (ალბათ, დაიღალა). საბოლოოდ 1215 ქულა დააგროვა და 80 მონაწილეს შორის 62-ზე გავიდა. პლეი ოფში ის დღეს თურქ ილგინ კიზილგუნესლერს შეხვდება. შერეულ წყვილებში ის და ფხაკაძე 32-ზე გავიდნენ 2323 ქულით და პლეი ოფში ვერ მოხვდნენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"