ქართველი მშვილდოსნების გუნდური წაგება

AutoSharing Option
ლონდონში გრძელდება "ოლიმპიური ტესტი" მშვილდოსნობაში, სადაც უკვე გაიმართა პლეი ოფები გუნდურ პირველობაში. სამწუხაროდ, ის ჩვენი ქალთა ნაკრებისთვის წარუმატებელი გამოდგა - პირველივე წრეში დანიელებთან 195:207 წააგეს და ტურნირსაც გამოეთიშნენ.

სამწუხაროა, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ქრისტინე ესებუას, ხათუნა ნარიმანიძისა და ასმათ დაისამიძის სამეული არცთუ ძლიერ გუნდთან რომ დამარცხდა. თავის მხრივ, ჩრდილოელებმა მომდევნო ორთაბრძოლა იაპონელებთან დათმეს - 179:210, თუმცა ეს გამარჯვება არც "ამომავალი მზის" ქვეყნის შვილებს შერჩათ - ნახევარფინალში მარადიულ მეტოქე სამხრეთ კორეასთან 217:225 წააგეს.

ჩემპიონობა და ოქროს მედლებიც კორეელებმა მოიპოვეს - ფინალში ქალთა მშვილდოსნობაში
უპირველეს კონკურენტ ჩინელებს 220:208 მოუგეს. ბრინჯაოს მედალი იაპონელებს ერგოთ, რომლებმაც საამისოდ ბრიტანელებს 206:200 აჯობეს. ჩვენმა ნაკრებმა მეცხრე ადგილი გაინაწილა ბელარუსთან, იტალიასთან, უკრაინასა და შვეიცარიასთან ერთად.

პირად პირველობაში პლეი ოფები გუშინ დაიწყო, თუმცა მასში ჩვენები მხოლოდ დღეს ჩაებმებიან - დიასამიძე უკრაინელ კატერინა პალეხას შეხვდება, ესებუა - იტალიელ ჯესიკა ტომასს. ნარიმანიძე ხვალ ისვენებს და მერე პირველ შეხვედრას გამართავს კანადელ კატერინ ვრაკკინგთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული